წესები და პირობები
VIP სტატუსის შეძენის პირობები

1) პაკეტის შესაძენად საჭიროა, რომ გაიაროთ საიტზე რეგისტრაცია და შეავსოთ ყველა აუცილებელი ველი: სახელი, გვარი, ელ–ფოსტა.

2) პაკეტის შესაძენად გადავდივართ ყიდვის გვერდზე, სადაც ვირჩევთ სასურველ პაკეტს. პაკეტების ფასები მოცემულია ეროვნული ლარის ვალუტაში;

3) გადახდა ხდება Visa/Master Card–ის ბარათებით;

4) ბარათით გადახდის შემთხვევაში, ვაჭერთ ღილაკს –  "პაკეტის ყიდვა", გახსნილ გვერდზე კი შეგყავთ ბარათის მონაცემები. მონაცემების შეყვანის შემდეგ, კიდევ ერთხელ გადაამოწმეთ გვერდზე მითითებული "თანხის" რაოდენობა, თანხმობის შემთხვევაში კი დააჭირეთ ღილაკს – "გადახდა". ამის შემდეგ, თუ თქვენი ბარათიდან თანხა წარმატებით ჩამოიჭრა, ვებგვერდი შეგატყობინებთ, რომ "გადახდა წარმატებით განხორციელდა". იმ შემთხვევაში კი, თუ გადახდა არ განხორციელდა, თქვენ გადამისამართდებით გვერდზე – "შეცდომა გადახდისას", ასეთ შემთხვევაში დაუკავშირდით საიტის ადმინისტრაციას. ასევე, თუკი, თქვენი ბარათიდან თანხა ჩამოიჭრა, მაგრამ თქვენი სტატუსი საიტზე არ შეიცვალა და არ განახლდა VIP სტატუსად, ასეთ შემთხვევაშიც დაუკავშირდით საიტის ადმინისტრაციას.

5) გადახდის პროცედურის დასრულების შემდეგ თქვენ შეძლებთ ისარგებლოთ VIP სტატუსის სერვისებით;

6) VIP სტატუსით სარგებლობის ვადა განისაზღვრება პაკეტის შეძენიდან 30 დღის ვადით. ვადის გასვლის შემდეგ შეგიძლიათ პაკეტი შეიძინოთ ხელახლა.

7) გადახდილი თანხა უკან არ ბრუნდება;