ჯოკოვიჩი
კოეფიციენტი 1.65 - 1.75 2019-01-03
ბასილაშვილი

ყურადღება! თქვენ იმყოფებით უფასო პროგნოზების განყოფილებაში, რომლის გამართლების შანსი არ არის მაღალი. იმისთვის რომ მიიღოთ მაღალი-ალბათობის და მაღალკოეფიციენტიანი პროგნოზები, გაიარეთ ავტორიზაცია და შეიძინეთ ფასიანი პაკეტი მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებამდე!

დოჰას ტურნირის მეოთხედფინალში ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიოს პირველ ჩოგან ნოვაკ ჯოკოვიჩს დაუპირისპირდება.

მოახერხებს ნიკოლოზი ფანტასტიკურ ფორმაში მყოფი ნოლესთვის ღირსეული ბრძოლის შეთავაზებას? გაიგეთ ჩვენს პროგნოზში.

ნოვაკ ჯოკოვიჩი

31 წლის სერბმა 2019 წელი შესანიშნავად დაიწყო. ჯოკოვიჩმა კარგად წარმოაჩინა თავი აბუ დაბიში გამართულ წარდგენით ტურნირზე, სადაც ორი შეხვედრა მოიგო. ნოვაკი რუს კარენ ხაჩანოვსა და კევინ ანდერსონს მარტივად გაუსწორდა. ახლა კი ნოლე, რომელმაც 2018 წელი ძალიან მძლავრად დაასრულა, ეცდება წლის პირველი ტურნირის მოგებას.


კატარის დედაქალაქშიც ნოლემ ბრწყინვალე გამარჯვებით დაიწყო და პირველ წრეში ბოსნიელი დამირ ჯუმხური 6:1, 6:2 უშანსოდ გაანადგურა. მეორე მატჩში ნოვაკი ცოტათი მოდუნდა და სავარაუდოდ, მეტოქეც არ დააფასა შესაბამისად, ამიტომ უნგრელ მარტონ ფუჩოვიჩს პირველი სეტი დაუთმო, მაგრამ მომდევნო ორ სეტში ყველაფერი დაალაგა - 4:6, 6:4, 6:1.

ნიკოლოზ ბასილაშვილი

ქართველი ჩოგბურთელისთვის 2018 წელი ფენომენალური გამოდგა და 2019 წელს ეს მისი პირველი ტურნირია. სწორედ ამიტომ ბასილაშვილისთვის დოჰაში კარგად ასპარეზობა ძალიან მნიშვნელოვანია და ის უკვე 1/4 ფინალშია. ახლა კი ნიკოლოზს ისღა დარჩენია თავისი მაქსიმუმი გამოავლინოს და იბრძოლოს საუკეთესოთა შორის საუკეთესოსთან.


ბასილაშვილმა პირველ წრეში ესპანელი ალბერტო რამოსი სამ სეტში 6:1, 1:6, 6:1 დაამარცხა. მერვედფინალში კი ნიკოლოზმა რუსი ჩოგბურთელი ანდრეი რუბლევი საკმაოდ დამაჯერებლად დაამარცხა - 6:3, 6:4. ნიკოლოზი შესანიშნავად აწვდის და ჯოკოვიჩის წინააღმდეგ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება.

სტატისტიკა და ურთიერთშეხვედრები:

  • ბასილაშვილს ჯოკოვიჩთან აქამდე მხოლოდ ერთი შეხვედრა აქვს გამართული - შარშან რომის მასტერსის 1/16 ფინალურ ეტაპზე სერბმა ქართველი 6:4, 6:2 მარტივად დაამარცხა.
  • ჯოკოვიჩმა 2019 წელს ოთხიდან ოთხი შეხვედრა მოიგო.
  • ბასილაშვილმა ბოლო 12 მატჩიდან ჰარდზე 9 მოიგო.

პროგნოზი:

ნოვაკ ჯოკოვიჩი დღევანდელ შეხვედრას საკმაოდ სერიოზული მიუდგება, თანაც მან უკვე მიიღო გაკვეთილი ფუჩოვიჩთან პირველი სეტის წაგების სახით, ამიტომ ბასილაშვილს არ უნდა ჰქონდეს მეტოქის მოდუნების იმედი. მიუხედავად ამისა, გვჯერა, რომ ნიკოლოზი ღირსეულად იასპარეზებს და ნოლეს 7 გეიმს მაინც მოუგებს.

ჩვენი პროგნოზი - ბასილაშვილის მოგებული გეიმების რაოდენობა 6.5-ზე მეტი, რასაც ევროპაბეთზე 1.70 აქვს კოეფიციენტი.