ვილიარეალი
კოეფიციენტი 1.85 - 1.95 2019-01-04
რეალი

ყურადღება! თქვენ იმყოფებით უფასო პროგნოზების განყოფილებაში, რომლის გამართლების შანსი არ არის მაღალი. იმისთვის რომ მიიღოთ მაღალი-ალბათობის და მაღალკოეფიციენტიანი პროგნოზები, გაიარეთ ავტორიზაცია და შეიძინეთ ფასიანი პაკეტი მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებამდე!

ესპანეთში 2019 წელი დღეს იხსნება და ესპანეთის ეროვნული ჩემპიონატის მე-17 ტურში მადრიდის "რეალი" სტუმრად "ვილიარეალს" დაუპირისპირდება.

როგორ დაიწყებს ახალ წელს სანტიაგო სოლარის გუნდი და მოახერხებენ თუ არა მადრიდელები გამარჯვების მოპოვებას? გაიგეთ ჩვენს პროგნოზში.

ვილიარეალი

"ვილიარეალისთვის" სეზონის პირველი ნახევარი ძალიან წარუმატებელი გამოდგა - ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ "ყვითელი წყალქვეშა ნავი" 16 ტურის შემდეგ გასავარდნ ზონაში იქნებოდა. "ვილიარეალი" 15 ქულით მხოლოდ მე-18 პოზიციაზე იმყოფება და გადამრჩენ ზონას ერთი ქულით ჩამორჩება.

კლუბის ხელმძღვანელობა ხავიერ კალიეხას ექსპერიმენტებს დიდი ხანი ითმენდა, მაგრამ მე-15 ტურში "სელტასთან" მარცხის (2:3) შემდეგ კარისკენ მიუთითა. მისი ადგილი კი ლუის გარსიამ დაიკავა. სადებიუტო შეხვედრაში "უესკას" წინააღმდეგ გარსია ახლოს იყო გამარჯვებასთან, მაგრამ ბოლო წუთებზე გაუშვა ხელიდან - 2:2.

რეალი

მიმდინარე სეზონი "სამეფო კლუბისთვისაც" არ მიმდინარეობს ისე, როგორც მადრიდელები ისურვებდნენ და "რეალმაც" გამოიცვალა მთავარი მწვრთნელი. სანტიაგო სოლარიმ ხულენ ლოპეტეგი ოქტომბრის ბოლოს შეცვალა და ლა ლიგაში "რეალს" 5 თამაშიდან 4 მოაგებინა. წინა ტურში მადრიდელებმა შინ "რაიო ვალეკანო" მინიმალური ანგარიშით (1:0) დაამარცხეს და 2018 წელი 29 ქულით მე-4 ადგილზე დაასრულეს.

დეკემბრის ბოლოს "რეალმა" კლუბთა მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზა და მორიგი საერთაშორისო ტიტული მოიპოვა. ფინალში "ბლანკოსმა" "ალ ანინი" 4:1 გაანადგურა და ახლა მადრიდელები ეცდებიან, რომ 2019 წელი დაიწყონ პოზიტიურად.

სტატისტიკა და ურთიერთშეხვედრები:

  • "ვილიარეალმა" ყველა ტურნირზე ერთად ბოლო 6 საშინაო მატჩიდან მხოლოდ 1 წააგო.
  • "რეალმა" სანტიაგო სოლარის ხელმძღვანელობით სტუმრად 6 თამაშიდან 5 მოიგო და 1 წააგო.
  • "ელ მადრიგალზე" ამ გუნდების ბოლო 2 დაპირისპირებაში სულ 9 ბურთი გავიდა.

პროგნოზი:

"ვილიარეალი" და "რეალი" ერთმანეთში როგორც წესი კარგ ფეხბურთს თამაშობენ, ამიტომ მაყურებელს კარგი სანახაობა ელის. ლუის გარსიას გუნდი გახსნილი იქნება და ეცდება, რომ 2019 წელი ხმაურიანი გამარჯვებით დაიწყოს, თავისმხრივ "რეალს" ქულები სჭირდება და ასევე მოგებისთვის იბრძოლებს.

ჩვენი პროგნოზი - გოლების რაოდენობა 3.5-ზე მეტი კოეფიციენტით 1.90 კრისტალბეთზე.