რუბლევი
კოეფიციენტი 2.15 - 2.25 2019-01-02
ბასილაშვილი

ყურადღება! თქვენ იმყოფებით უფასო პროგნოზების განყოფილებაში, რომლის გამართლების შანსი არ არის მაღალი. იმისთვის რომ მიიღოთ მაღალი-ალბათობის და მაღალკოეფიციენტიანი პროგნოზები, გაიარეთ ავტორიზაცია და შეიძინეთ ფასიანი პაკეტი მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებამდე!

დოჰას ტურნირის მეოთხედფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი რუს ანდრეი რუბლევს დაუპირისპირდება.

მოახერხებს წლის ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი სპორტსმენი მორიგი გამარჯვების მოპოვებას? გაიგეთ ჩვენს პროგნოზში.

ანდრეი რუბლევი

გასულ სეზონში 21 წლის რუს ჩოგბურთელს ტრავმის გამო ხანგრძლივი პერიოდი გაუცდა, მაგრამ საინტერესოა, რომ რუბლევი დოჰას ტურნირის მოქმედი ვიცე-ჩემპიონია. ანდრეი გასულ წელს ფინალში გაელ მონფილსთან დამარცხდა (2:6, 3:6). მას შემდეგ რუბლევმა საუკეთესო შედეგი ვაშინგტონის მასტერსზე დააფიქსირა, სადაც ნახევარფინალამდე გააღწია.

2018 წელი ანდრეი რუბლევმა ავსტრიის დედაქალაქ ვენაში დაასრულა და იქ მერვედფინალამდე გააღწია, სადაც მიხაილ კუკუშკინთან 6:7, 4:6 დამარცხდა. რუბლევი მსოფლიოს 68-ე ჩოგანია.

ნიკოლოზ ბასილაშვილი

2018 წელი ნიკოლოზისთვის ფანასტიკური გამოდგა - ქართველმა ჩოგბურთელმა ჰამბურგისა და ბეიჟინგის ტურნირები მოიგო, თანაც ჩინეთის დედაქალაქში ხუან მარტინ დელ პოტრო დაამარცხა (6:4, 6:4) და რეიტინგში 21-ე ადგილი დაიკავა, რაც მის კარიერაში საუკეთესო შედეგია. ბასილაშვილი ეცდება, რომ ავსტრალიის ღია პირველობას იდეალურ ფორმაში შეხვდეს და საუკეთესო ოცეულში შევიდეს.

დოჰას ტურნირის პირველ წრეში ნიკოლოზმა ესპანელი რამოს-ვინოლასი სამ სეტში 6:1, 1:6, 6:1 გაანადგურა. 2018 წელი ბასილაშვილისთვის მართლაც ფანტასტიკური გამოდგა და ნიკოლოზი შეეცდება, რომ ახალი 2019 წელიც წარმატებით დაიწყოს.

სტატისტიკა და ურთიერთშეხვედრები:

  • ანდრეი რუბლევი და ნიკოლოზ ბასილაშვილი ერთმანეთს პირველად უპირისპირდებიან.
  • რუბლევმა ჰარდზე ჩატარებული ბოლო 10 თამაშიდან 6 მოიგო.
  • ბასილაშვილს ჰარდზე ბოლო 10 თამაშში 7 გამარჯვება აქვს მოპოვებული.

პროგნოზი:

ჩვენთვის მოულოდნელად ბუქმეიკერების ფავორიტი ანდრეი რუბლევია, მაგრამ ბასილაშვილი ჩინებულ განწყობაზეა და ეცდება, 2019 წელი ისეთივე წარმატებით დაიწყოს, როგორც 2018 დაასრულა. ნიკოლოზი მშვენიერ კონდინციებშია და იმედი გვაქვს, რომ პროგრესსა და განვითარებას გააგრძელებს. დოჰაში მისი იმედი ბოლომდე უნდა გვქონდეს.

ჩვენი პროგნოზი - ბასილაშვილის მოგება კოეფიციენტით 2.20 ლიდერბეთზე.