კარდიფი
კოეფიციენტი 2.15 - 2.25 2019-01-01
ტოტენჰემი

ყურადღება! თქვენ იმყოფებით უფასო პროგნოზების განყოფილებაში, რომლის გამართლების შანსი არ არის მაღალი. იმისთვის რომ მიიღოთ მაღალი-ალბათობის და მაღალკოეფიციენტიანი პროგნოზები, გაიარეთ ავტორიზაცია და შეიძინეთ ფასიანი პაკეტი მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებამდე!

ინგლისის პრემიერ ლიგის 21-ე ტურში ლონდონის "ტოტენჰემი" სტუმრად ერთ-ერთ აუტსაიდერ "კარდიფ სიტის" დაუპირისპირდება.

მოახერხებს ლონდონური კლუბი რეაბილიტაციას და 2019 წლის გამარჯვებით დაწყებას? გაიგეთ ჩვენს პროგნოზში.

კარდიფ სიტი

უელსური კლუბის მთავარი მიზანი მიმდინარე სეზონში ცხადია ადგილის შენარჩუნებაა და "კარდიფს" ჯერჯერობით ეს გამოსდის. გამოცდილი ნილ უორნოკის გუნდი 20 სათამაშო კვირის შემდეგ 18 ქულით მე-16 პოზიცაიზე იმყოფება და ბოლო სამეულს 3 ქულით უსწრებს.

"კარდიფმა" დაგროვებული 18 ქულიდან 10 ნოემბრის შუარიცხვებიდან მოყოლებული მოიპოვა და ბოლო ორი თამაშია საერთოდ გოლს არ უშვებს. "კარდიფმა" სტუმრად "კრისტალ პალასთან" ფრედ 0:0 ითამაშა, ორი დღის წინ კი გასვლაზე "ლესტერი" კამარასას ბოლო წუთებზე გატანილი გოლით მინიმალური ანგარიშით (1:0) დაამარცხა.

ტოტენჰემი

ლონდონურმა კლუბმა პრემიერ ლიგაში 5 მატჩიანი დაუმარცხებელი სერია წინა ტურში შეწყვიტა და მოულოდნელად, საკუთარ მოედანზე ახალწვეულ "ვულვერჰემპტონთან" დამარცხდა, თანაც 1:3. თუმცა მაურისიო პოჩეტინოს გუნდი 45 ქულით ოთხეულში მყარად დგას, უბრალოდ ლიდერ "ლივერპულს" 9 ქულით ჩამორჩა.

"დეზები" შესანიშნავ ფეხბურთს თამაშობენ და გასული წლის დეკემბერში საკმაოდ გადატვირთული გრაფიკი ჰქონდათ, ამიტომ ეს მარცხიც კანონზომიერია და ახლა პოჩეტინოს გუნდი ეცდება, რომ 2019 წელი უკეთ დაიწყოს, კარგი განწყობა შეიქმნას და გააგრძელოს ლიდერებთან ბრძოლა.

სტატისტიკა და ურთიერთშეხვედრები:

  • "კარდიფ სიტიმ" პრემიერ ლიგაში ბოლო 6 საშინაო მატჩიდან 4 მოიგო.
  • "ტოტენჰემმა" ყველა ტურნირზე ერთად ბოლო 4 გასვლითი თამაშიდან 3 მოიგო.
  • პრემიერ ლიგაში ამ გუნდების სამივე ურთიერთშეხვედრა "ტოტეჰენმმა" მოიგო, თანაც ერთნაირი ანგარიშით - 1:0.

პროგნოზი:

"ტოტენჰემი" ძალიან მაღალი კლასის და ძლიერი გუნდია, ამიტომ ერთი წაგება ბევრს არაფერს ცვლის. მაურისიო პოჩეტინოს გუნდი ყველაფერს გააკეთებს სიტუაციის გამოსასწორებლად და ვფიქრობთ, ეს გამოუვა კიდეც, მაგრამ თამაში სანახაობრივი არ უნდა გამოვიდეს.

ჩვენი პროგნოზი - "ტოტენჰემის" მოგება და გოლების ტოტალი 3.5-ზე ნაკლები. ამ ორმაგ პოზიციას კრისტალბეთზე 2.19 აქვს კოეფიციენტი.