არსენალი
კოეფიციენტი 1.90 - 2.00 2019-01-01
ფულჰემი

ყურადღება! თქვენ იმყოფებით უფასო პროგნოზების განყოფილებაში, რომლის გამართლების შანსი არ არის მაღალი. იმისთვის რომ მიიღოთ მაღალი-ალბათობის და მაღალკოეფიციენტიანი პროგნოზები, გაიარეთ ავტორიზაცია და შეიძინეთ ფასიანი პაკეტი მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებამდე!

ინგლისში 2019 წელი ფეხბურთით იწყება - დღეს პრემიერ ლიგის 21-ე ტური გაიხსენება და "ემირიათსზე" საინტერესო ლონდონური დერბი გაიმართება.

"არსენალი" საკუთარ მოედანზე აუტსაიდერ "ფულჰემს" მიიღებს და ეცდება, რომ "ლივერპულთან" მარცხის შემდეგ გონს მოვიდეს.

არსენალი

უნაი ემერისთვის 2018 წელი კოშმარულად დასრულდა - ლონდონელებს ახალი წელი "ენფილდზე" ჩაუშხამდათ და 1:5 განადგურდნენ, მაგრამ ახლა "არსენალი" საკუთარი ქომაგების თვალწინ შეეცდება, რომ ახალი 2019 წელი სულ სხვა განწყობით დაიწყოს. თანაც, "მეთოფეები" ოთხეულს უკვე 5 ქულით ჩამორჩნენ, ახლოს მოვიდა "მანჩესტერ იუნაიტედიც", ამიტომ "არსენალს" ქულები და გამარჯვებები სჭირდება.

"არსენალს" ახლა იდეალური პერიოდი არ აქვს - უნაი ემერის გუნდმა ყველა ტურნირზე ერთად ბოლო 5 თამაშიდან მხოლოდ ერთი მოიგო. "მეთოფეებს" დაცვაში აქვთ სერიოზული პრობლემები, რაც "ლივერპულის" წინააღმდეგ ძალიან კარგად გამოჩნდა. ახლა კი ემერი ეცდება გუნდი კვლავ დააყენოს გამარჯვების გზაზე.

ფულჰემი

"ფულჰემმა" 2018 წელი 14 ქულით ბოლოსწინა ადგილზე დაასრულა და აღსანიშნავია, რომ ესეც გამოცდილი იტალიელი სპეციალისტის, კლაუდიო რანიერის, დამსახურებაა. კლაუდიოს მოსვლის შემდეგ გუნდში ორგანიზაციის დონემ აიწია და "ფულჰემმა" პრემიერ ლიგაში სამმატჩიანი დაუმარცხებელი სერია გამოაცხო.

ლონდონელებმა სტუმრად "ნიუკასლთან" (0:0) და შინ "ვულვზთან" (1:1) ფრედ ითამაშეს, ხოლო წინა ტურში 2018 წელი "ჰადერსფილდთან" საშინაო გამარჯვებით (1:0) დაასრულეს. ერთადერთი გოლი ბოლო წუთებზე ალექსანდრ მიტროვიჩმა გაიტანა. "ფულჰემი" გადამრჩენ ზონას მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება, ამიტომ რანიერის შეუძლია გუნდის პრემიერ ლიგაში მშვიდად დატოვება.

სტატისტიკა და ურთიერთშეხვედრები:
  • "არსენალმა" პრემიერ ლიგაში ბოლო 9 საშინაო თამაშიდან 7 მოიგო და 2 ფრედ დაასრულა.
  • "ფულჰემს" პრემიერ ლიგაში გასვლაზე საშინელი სტატისტიკა აქვს - 8 წაგება და 2 ფრე.
  • "არსენალს" "ფულჰემის" წინააღმდეგ ზედიზედ 4 შეხვედრა აქვს მოგებული ბურთების საერთო სხვაობით 11:2-თან.
  • "ფულჰემს" "არსენალი" "ემირიათსზე" არასოდეს დაუმარცხებია.

პროგნოზი:

დერბი ყოველთვის ინტერესს იწვევს, მაგრამ ამჯერად "ფულჰემს" ძალიან გაუჭირდება მოტივირებული და გაბრაზებული "არსენალის" წინააღმდეგ, თანაც "ემირიათსზე" ისედაც ცუდი სტატისტიკა აქვს. ვფიქრობთ, უნაი ემერის გუნდი რეაბილიტაციას მოახერხებს და დერბის მინიმუმ 2 ბურთის სხვაობით მაინც მოიგებს.

ჩვენი პროგნოზი - "არსენალის" მოგება ჰანდიკაპით 0:1, რასაც აჭარაბეთზე 1.95 აქვს კოეფიციენტი.