მანჩესტერ იუნაიტედი
კოეფიციენტი 1.85 - 1.95 2018-12-30
ბორნმუთი

ყურადღება! თქვენ იმყოფებით უფასო პროგნოზების განყოფილებაში, რომლის გამართლების შანსი არ არის მაღალი. იმისთვის რომ მიიღოთ მაღალი-ალბათობის და მაღალკოეფიციენტიანი პროგნოზები, გაიარეთ ავტორიზაცია და შეიძინეთ ფასიანი პაკეტი მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებამდე!

ინგლისის პრემიერ ლიგის წლის ბოლო შეხვედრა "ოლდ ტრაფორდზე" გაიმართება - "ოცნებების თეატრში" "მანჩესტერ იუნაიტედი" "ბორნმუთს" მიიღებს.

გაგრძელდება ოლე გუნარ სოლსკიაერის წარმატებული სადებიუტო სერია? გაიგეთ ჩვენს პროგნოზში.

მანჩესტერ იუნაიტედი

16 დეკემბერს მანჩესტერული გრანდი "ენფილდზე" მოსისხლე მტერ "ლივერპულთან" 1:3 უშანსოდ დამარცხდა, რამაც ჟოზე მოურინიო საბოლოოდ გაწირა. პორტუგალიელი სპეციალისტი, ბევრისთვის მოულოდნელად, კლუბის ლეგენდამ, ოლე გუნარ სოლსკიაერმა, შეცვალა და დანიელმა საწყისი ორი შეხვედრა მოიგო. "წითელმა ეშმაკებმა" სტუმრად "კარდიფი" 5:1 გაანადგურეს, წინა ტურში კი შინ "ჰადერსფილდი" 3:1 დაამარცხეს.


მოურინიოს წასვლის შემდეგ უკვე გაიხსნა პოლ პოგბა - ფრანგმა ცენტრმა ბოლო ორ თამაშში ორი გოლი გაიტანა და ორი ასისტი გააკეთა. "მანჩესტერ იუნაიტედი" კი 32 ქულით მე-6 ადგილზეა და დღეს შეუძლია, რომ "არსენალთან" სხვაობა მხოლოდ სამ ქულამდე შეამციროს. "წითელი ეშმაკები" ნელ-ნელა ბრუნდებიან, მაგრამ სოლსკიაერს ალბათ კალენდარმაც შეუწყო ხელი.

ბორნმუთი

"ბორნმუთს" ახლა სერიოზული რეგრესი აქვს და ედი ჰაუს გუნდმა, რომელმაც პრემიერ ლიგა ფანტასტიკურად დაიწყო, პრემიერ ლიგის ბოლო 9 თამაშიდან მხოლოდ ორი მოიგო და დანარჩენი 7 წააგო. "ალუბლებმა" ბოლო 5 თამაშიდან საკუთარ მოედანზე "ჰადერსფილდი" (2:1) და ერთი კვირის წინ "ბრაიტონი" (2:0) დაამარცხეს, ხოლო დანარჩენი სამი მატჩი რთულ მეტოქეებთან ("ლივერპული", "ვულვზი", "ტოტენჰემი") წააგეს.


რამდენიმე დღის წინ "ბორნმუთი" "უემბლიზე" 0:5 განადგურდა და პირველი წრე 26 ქულით საპატიო მე-12 პოზიციაზე დაასრულა. "ალუბლებს" საინტერესო გუნდი ჰყავთ და "ბორნმუთი" შეეცდება, რომ "ოლდ ტრაფორდზე" მანჩესტერულ გრანდს პრობლემები შეუქმნას.

სტატისტიკა და ურთიერთშეხვედრები:

  • "მანჩესტერ იუნაიტედს" მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგაში ზედიზედ 3 შეხვედრა არ მოუგია.
  • საკუთარ მოედანზე "წითელმა ეშმაკებმა" მხოლოდ ერთი შეხვედრა წააგეს - 5 მოგება, 3 ფრე.
  • "ბორნმუთმა" პრემიერ ლიგაში ზედიზედ 4 გასვლითი მატჩი წააგო და ამ თამაშებში 12 ბურთი გაუშვა.
  • ამ გუნდების პირველი ურთიერთშეხვედრა "ბორნმუთმა" შინ 2:1 მოიგო, შემდეგ კი "იუნაიტედს" აღარ წაუგია - 5 მოგება, 2 ფრე.

პროგნოზი:

მართალია, მანჩესტერულ გრანდს რთული მეტოქეები არ ჰყოლია, მაგრამ სოლსკიაერმა ნებისმიერ შემთხვევაში მოახერხა გუნდის განწყობის შეცვლა და ახლა "იუნაიტედი" მორალურად გაცილებით უკეთეს მდგომარეობაშია. "ბორნმუთი" კი სუსტად გამოიყურება, თანაც "ოლდ ტრაფორდზე" ძალიან გაუჭირდება. სავარაუდოდ, დანიელი სპეციალისტი მორიგ დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს.

ჩვენი პროგნოზი - "მანჩესტერ იუნაიტედი" მეტოქეს ორი ან მეტი ბურთით მოუგებს ანუ "იუნაიტედის" მოგება ფორით (-1.5), რასაც კრისტალბეთზე 1.90 აქვს კოეფიციენტი.