კრისტალ პალასი
კოეფიციენტი 1.65 - 1.75 2018-12-30
ჩელსი

ყურადღება! თქვენ იმყოფებით უფასო პროგნოზების განყოფილებაში, რომლის გამართლების შანსი არ არის მაღალი. იმისთვის რომ მიიღოთ მაღალი-ალბათობის და მაღალკოეფიციენტიანი პროგნოზები, გაიარეთ ავტორიზაცია და შეიძინეთ ფასიანი პაკეტი მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებამდე!

ინგლისის პრემიერ ლიგის მე-20 ტურში საინტერესო ლონდონური დერბი გაიმართება - "ჩელსი" "კრისტალ პალასს" ესტუმრება.

მოახერხებს გამოცდილი როი ჰოჯსონის გუნდი მორიგი სენსაციის შემოთავაზებას? გაიგეთ  ჩვენს პროგნოზში.

კრისტალ პალასი

"კრისტალ პალასს" ოქტომბრიდან დაწყებული ცუდი პერიოდი ჰქონდა, როდესაც პრემიერ ლიგაში ზედიზედ 5 შეხვედრა წააგო, მაგრამ შემდეგ იყო უგოლო ფრე "ოლდ ტრაფორდზე", რასაც მომდევნო 6 შეხვედრაში კიდევ სამი მოგება მოჰყვა. როი ჰოჯსონის გუნდმა ერთი კვირის წინ ნამდვილი სენსაცია შემოგვთავაზა და სტუმრად მოქმედი ჩემპიონი "მანჩესტერ სიტი" 3:2 დაამარცხა.


"ეტიჰადზე" ფენომენალური გოლი გაიტანა ანდროს თაუნსენდმა, ხოლო მისმა გუნდმა 4 დღის წინ შინ "კარდიფ სიტისთან" ფრედ 0:0 ითამაშა. "კრისტალ პალასმა" ბოლო სამ ტურში 7 ქულა დააგროვა და 19 ქულით მე-14 პოზიციაზე გაიმყარა ადგილი. გასავარდნ ზონას როი ჰოჯსონის გუნდი 5 ქულით მოცილდა და 2018 წელს მშვიდად ასრულებს.

ჩელსი

2018 წლის ბოლოს "არისტოკრატებმა" ცოტათი მოუკლეს და პრემიერ ლიგაში უკვე სამი შეხვედრა წააგეს. თუმცა მაურიციო სარის გუნდმა 8 დეკემბერს ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა და სახლში "მანჩესტერ სიტი" ბრწყინვალე სტილში დაამარცხა (2:0) და პეპ გვარდიოლას გუნდს მიმდინარე სეზონში პირველი მარცხი აგემა. წინა ტურში კი "ჩელსიმ" სტუმრად "უოტფორდი" ედენ აზარის დუბლით 2:1 დაამარცხა.


"ჩელსიმ" ოთხი დღის წინ "ლესტერთან" საშინაო წაგების (0:1) შემდეგ რეაბილიტაცია მოახდინა და 40 ქულით მე-4 ადგილზე იმყოფება. გუშინ "ტოტენჰემმა" წააგო, ამიტომ დღეს მაურიციო სარის გუნდს ეძლევა შანსი, რომ კონკურენტთან ჩამორჩენა შეამციროს. თავისმხრივ, განადგურდა "არსენალიც" (1:5 "ლივერპულთან") და მოგების შემთხვევაში "ჩელსი" "მეთოფეებს" 5 ქულით გაასწრებს.

სტატისტიკა და ურთიერთშეხვედრები:

  • "კრისტალ პალასმა" პრემიერ ლიგის ბოლო 5 საშინაო თამაშიდან მხოლოდ ერთი წააგო - 2 მოგება, 2 ფრე.
  • "ჩელსიმ" მიმდინარე სეზონში გასვლაზე 9 შეხვედრიდან 6 მოიგო, 1 ფრედ დაასრულა და 2 წააგო.
  • "კრისტალ პალასისა" და "ჩელსის" ბოლო 4 ურთიერთშეხვედრაში გოლი ორივე გუნდმა გაიტანა და 2.5-ზე მეტი ბურთიც გავიდა. ამ 4 მატჩიდან 3 2:1 ანგარიშით დასრულა, ხოლო ერთიც - 3:1.
  • ბოლო 4 გასვლითი მატჩიდან "კრისტალ პალასთან" "ჩელსიმ" 3 გამარჯვება მოიპოვა.

პროგნოზი:

"კრისტალ პალასმა" უკვე მოახდინა ერთი დიდი სენსაცია და მიუხედავად იმისა, რომ კარგ ფორმაშია, "ჩელსი" 2018 წელს ალბათ წარმატებით დაასრულებს. მაურიციო სარის გუნდმა უკვე საკმარისად დაკარგა ქულები, ამიტომ დღეს მაქსიმალურად კონცენტრირებული იქნება. "არისტოკრატებმა" ბოლო 4 გასვლით შეხვედრაში გაუშვეს ბურთი, მაგრამ რთული მეტოქეები ჰყავდათ.

ჩვენი პროგნოზი - "ჩელსის" მოგება კოეფიციენტით 1.72 ლიდერბეთზე.