ტოტენჰემი
კოეფიციენტი 1.80 - 1.90 2018-12-29
ვულვერჰემპტონი

ყურადღება! თქვენ იმყოფებით უფასო პროგნოზების განყოფილებაში, რომლის გამართლების შანსი არ არის მაღალი. იმისთვის რომ მიიღოთ მაღალი-ალბათობის და მაღალკოეფიციენტიანი პროგნოზები, გაიარეთ ავტორიზაცია და შეიძინეთ ფასიანი პაკეტი მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებამდე!

ინგლისის პრემიერ ლიგის მე-20 ტურში ლონდონის "ტოტენჰემი" საკუთარ მოედანზე "ვულვერჰემპტონს" მიიღებს.

გააგრძელებს მაურისიო პოჩეტინოს გუნდი ფანტასტიკურ სერიას თუ "მგლები" გაამწარებენ მორიგ ტოპ-კლუბს? გაიგეთ ჩვენს პროგნოზში.

ტოტენჰემი

ლონდონელებმა დეკემბერში ფანტასტიკური ფორმა აკრიფეს და "არსენალთან" პრინციპული დერბის წაგების (2:4) შემდეგ პრემიერ ლიგაში ზედიზედ 5 შეხვედრა მოიგეს. ამ პერიოდში მაურისიო პოჩეტინოს გუნდმა 17 ბურთი გაიტანა და თავად 3 გაუშვა. წინა ტურში "Boxing Day-ზე" "დეზებმა" საკუთარ ქომაგებს ბრწყინვალე საჩუქარი გაუკეთეს და შინ "ბორნმუთი" 5:0 გაანადგურეს. მანამდე კი "ტოტენჰემმა" სტუმრად "ევერტონს" გადაუარა 6:2. 


ბოლო მატჩებში ფანტასტიკური ფორმა აკრიფა "ტოტენჰემის" კორეელმა გარემარბმა, ეუნ-მინ სონმა, რომელმაც ბოლო 3 თამაშში 5 გოლის გატანა მოახერხა. ლონდონელები 45 ქულით უკვე მეორე პოზიციაზე აღზევდნენ და "მანჩესტერ სიტი" ერთი ქულით ჩამოიტოვეს უკან. წინ კი "ლივერპულია", რომელსაც პოჩეტინოს გუნდი 6 ქულით ჩამორჩება.

ვულვერჰემპტონი

"ვულვერჰემპტონმა" დეკემბრის დასაწყისში მოუმატა და პრემიერ ლიგაში ზედიზედ 3 შეხვედრა მოიგო, რასაც საკუთარ მოედანზე "ლივერპულთან" მარცხი (0:2) მოჰყვა, რამდენიმე დღის წინ კი "ვულვზი" სტუმრად აუტსაიდერ "ფულჰემს" შეხვდა და ბოლო წუთებზე გადაარჩინა მატჩი - 1:1.


ნუნუ ეშპირიტუ სანტუს გუნდმა პირველი წრე 26 ქულით მე-11 ადგილზე დაასრულა და ეს ცუდი შედეგი ნამდვილად არ არის. "მგლებს" საინტერესო, მებრძოლი გუნდი ჰყავთ და მიმდინარე სეზონში ყველა ტოპ-კლუბს სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიეს. 

სტატისტიკა და ურთიერთშეხვედრები:

  • "ტოტენჰემს" სახლში ყველა ტურნირზე ერთად ზედიზედ 6 შეხვედრა აქვს მოგებული.
  • ამ გუნდების შეხვედრა პირველ წრეში ძალიან სანახაობრივი გამოდგა - "ტოტენჰემმა" სტუმრად 3:2 იმარჯვა.
  • "ტოტენჰემს" "ვულვზის" წინააღმდეგ პრემიერ ლიგაში 5 მატჩიანი დაუმარცხებელი სერია აქვს - 3 მოგება, 2 ფრე. თუმცა ამ ხუთიდან 4 მატჩში გოლი "ვულვზმაც" გაიტანა.

პროგნოზი:

"ტოტენჰემი" ჩინებულ ფორმაშია, მაგრამ "ვულვერჰემპტონი" მებრძოლი გუნდია და "დეზებს" მარტივი გასეირნება ალბათ არ ელით. მაურისიო პოჩეტინოს გუნდი ალბათ ყველაფერს გააკეთებს, რათა მოპოვებული პოზიცია შეინარჩუნოს, მაგრამ სტუმრებს გოლის გატანა თავისუფლად შეუძლიათ.

ჩვენი პროგნოზი - ორივე გუნდის გატანა კოეფიციენტით 1.86 აჭარაბეთზე.