ბაიერნი
კოეფიციენტი 1.80 - 1.90 2018-12-28
ბუდუჩნოსტი

ყურადღება! თქვენ იმყოფებით უფასო პროგნოზების განყოფილებაში, რომლის გამართლების შანსი არ არის მაღალი. იმისთვის რომ მიიღოთ მაღალი-ალბათობის და მაღალკოეფიციენტიანი პროგნოზები, გაიარეთ ავტორიზაცია და შეიძინეთ ფასიანი პაკეტი მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებამდე!

დღეს ევროლიგის პირველი წრის ბოლო ტურში ერთმანეთს ორი ახალწვეული უპირისპირდება - მიუნხენის "ბაიერნი" და "ბუდუჩნოსტი".

მოახერხებს მიუნხენური კლუბი აშკარა ფავორიტის სტატუსტის დამტკიცებას? გაიგეთ ჩვენს პროგნოზში.

ბაიერნი

ახალწვეულებს შორის მიუნხენური კლუბი ევროლიგაზე საუკეთესოდ გრძნობს თავს. გერმანიის მოქმედი ჩემპიონი 7 გამარჯვებითა და ამდენივე მარცხით მერვე ადგილს იკავებს და ფლეი-ოფის ზონას არგვირგვინებს. 

წინა კვირაში დეიან რადონიჩის გუნდმა სტუმრად "ოლიმპია მილანო" დაძაბულ ბრძოლაში 80:78 დაამარცხა, მაგრამ ორ დღეში მადრიდის "რეალთან" შინ 72:82 დამარცხდა. გერმანიის ბუნდესლიგაში მიუნხენელებმა სახლში "ვურცბურგი" 87:69 გაანადგურეს და 24 ქულით დამაჯერებლად ლიდერობენ. ეროვნულ ჩემპიონატში "ბაიერნმა" 12-დან 12 შეხვედრა მოიგო.

ბუდუჩნოსტი

"ბუდუჩნოსტმა" თავი რამდენიმე სენსაციური შედეგით დაგვამახსოვრა. ალექსანდრ ჯუკიჩის გუნდმა ცნობილი ესპანური წამყვანი კლუბები, "ბასკონია" და "ბარსელონა", დაამარცხა, აგრეთვე მოუგო ევროპულ სუპერ-გიგანტ მოსკოვის "ცსკა-ს".

ამ მომენტისთვის ჩერნოგორიულ კლუბს მხოლოდ ეს სამი გამარჯვება აქვს. 11 მარცხის გამო "ბუდუჩნოსტი" ბოლოსწინა ადგილზე იმყოფება. უარესი მდგომარეობა მხოლოდ "დარიუშაფაკას" აქვს.

სტატისტიკა და ურთიერთშეხვედრები:

  • მიუნხენის "ბაიერნი" ევროლიგის მიმდინარე სეზონში საშუალოდ მატჩში დაახლოებით 80 ქულას მაინც აგდებს.
  • "ბუდუჩნოსტს" ყველა ტურნირზე ერთად ზედიზედ 5 შეხვედრა აქვს წაგებული.
  • ამ გუნდების 4 ურთიერთშეხვედრიდან ყველა მიუნხენურმა კლუბმა მოიგო. 

პროგნოზი:

"ბაიერნი" აშარა ფავორიტია. "ბუდუჩნოსტმა" რამდენიმე ფანტასტიკური გამარჯვების შემდეგ სერიოზულად მოუკლო და ზამთარში ჩერნოგორიელების კალათში მატჩში საშუალოდ 95 ქულა ვარდება. სავარაუდოდ, გერმანულ კლუბსაც იოლი გასეირნება შეიძლება გამოუვიდეს.

ჩვენი პროგნოზი - "ბაიერნი" მინიმუმ 84 ქულას მაინც ჩააგდებს ანუ "ბაიერნის" ქულების რაოდენობა 83.5-ზე მეტი, რასაც აჭარაბეთზე 1.86 აქვს კოეფიციენტი.