ბარნლი
კოეფიციენტი 1.75 - 1.85 2018-12-05
ლივერპული

ყურადღება! თქვენ იმყოფებით უფასო პროგნოზების განყოფილებაში, რომლის გამართლების შანსი არ არის მაღალი. იმისთვის რომ მიიღოთ მაღალი-ალბათობის და მაღალკოეფიციენტიანი პროგნოზები, გაიარეთ ავტორიზაცია და შეიძინეთ ფასიანი პაკეტი მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებამდე!

ინგლისის პრემიერ ლიგის მე-15 ტურში იურგენ კლოპის გუნდი გასვლზე აუტსაიდერ "ბარნლის" შეხვდება.

როგორ იასპარეზებს მერსესაიდული გრანდი მძიმე დერბის შემდეგ და უნდა ველოდეთ თუ არა მარტივ გამარჯვებას? გაიგეთ ჩვენს პროგნოზში.

ბარნლი

"ბარნლი" პრემიერ ლიგაში ახლა ერთ-ერთი უსუსტესი გუნდია, რომელმაც ბოლო 6 თამაშიდან 5 წააგო და ერთადერთი ქულა მოიპოვა. შონ დაიჩის გუნდს სერიოზული ჩავარდნ აქვს და ეროვნულ ჩემპიონატში ბოლო გამარჯვება ჯერ კიდევ 30 სექტემბერს მოიპოვა - "ბარნლიმ" გასვლაზე "კარდიფ სიტი" 2:1 დაამარცხა. დაიჩის გუნდი 9 ქულით ბოლოსწინა ადგილს იკავებს.


გასულ უქმეებზე "ბარნლიმ" სტუმრად "კრისტალ პალასთან" წააგო (0:2), მანამდე კი სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა (1:2). შონ დაიჩის გუნდს სერიოზული ჩავარდნა აქვს და დღეს "ლივერპულთან" საკმაოდ მძიმე დაპირისპირება ელოდება.

ლივერპული

იურგენ კლოპის გუნდმა პარიზში წაგების (1:2) შემდეგ საკუთარ მოედანზე პრინციპული მეტოქე "ევერტონი" მიიღო და ბევრი არაფერი გამოუვიდა. მერსესაიდული გრანდი ბოლო წუთზე სასწაულებრივ გამოძვრა და დივოკ ორიჯიმ კურიოზული გოლით "წითლებს" ძალიან მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუტანა - 1:0. "ლივერპული" აგრძელებს "სიტის" დევნას და ეცდება, რომ სხვაობა კვლავ ორ ქულამდე დაიყვანოს.


ბოლო პერიოდში იურგენ კლოპის გუნდს არადამაჯერებლობა ეტყობა, ამიტომ "ლივერპულმა" ჩემპიონთა ლიგაზე "ნაპოლისთან" გადამწყვეტი თამაშის წინ რაც შეიძლება უკეთესი განწყობის შექმნა უნდა სცადოს.

სტატისტიკა და ურთიერთშეხვედრები:

  • "ბარნლიმ" პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში სახლში მხოლოდ 1 მატჩი მოიგო - 1 ფრე და 4 წაგება.
  • "ლივერპული" პრემიერ ლიგაში კვლავ დაუმარცხებელია და გასვლაზე 7 თამაშიდან 5 მოიგო და 2 ფრედ დაასრულა.
  • ამ გუნდების ბოლო 8 ურთიერთშეხვედრიდან 6 მატჩი "ლივერპულმა" მოიგო და მხოლოდ ერთხელ იმარჯვა "ბარნლიმ".

პროგნოზი:

შესაძლოა "ლივერპული" იდეალურ ფორმაში არ იყოს, მაგრამ "ბარნლი" ძალიან სუსტად გამოიყურება, იურგენ კლოპის გუნდს კი სამი ქულა და დამაჯერებელი თამაში სჭირდება, ამიტომ მერსესაიდული გრანდი მეტოქის განადგურებას ეცდება.

ჩვენი პროგნოზი - "ლივერპული" მეტოქეს მინიმუმ 2 ბურთის სხვაობით მოუგებს ანუ "ლივერპულის" მოგება ფორით (-1.5), რასაც კრისტალბეთზე 1.80 აქვს კოეფიციენტი.