მანჩესტერ იუნაიტედი
კოეფიციენტი 2.05 - 2.15 2018-12-06
არსენალი

ყურადღება! თქვენ იმყოფებით უფასო პროგნოზების განყოფილებაში, რომლის გამართლების შანსი არ არის მაღალი. იმისთვის რომ მიიღოთ მაღალი-ალბათობის და მაღალკოეფიციენტიანი პროგნოზები, გაიარეთ ავტორიზაცია და შეიძინეთ ფასიანი პაკეტი მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებამდე!

ინგლისის პრემიერ ლიგის მე-15 ტურის ცენტრალური შეხვედრა "ოლდ ტრაფორდზე" გაიმართება - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ ლონდონის "არსენალს" მიიღებს.

მოახერხებენ "წითელი ეშმაკები" წარუმატებელი სერიის შეწყვეტას და პრინციპულ მეტოქესთან გამარჯვების მოპოვებას? გაიგეთ ჩვენს პროგნოზში.

მანჩესტერ იუნაიტედი

მანჩესტერული გრანდი მიმდინარე სეზონი ძალიან არასტაბილურია და ახლა პრემიერ ლიგაში მორიგი მცირე ჩავარდნა აქვს. ჟოზე მოურინიოს გუნდს ეროვნულ ჩემპიონატში 3 ნოემბრის შემდეგ არ მოუგია. "იუნაიტედმა" სტუმრად მანჩესტერული დერბი წააგო (1:3), რის შემდეგაც შინ "კრისტალ პალასი" (0:0) და გასვლაზე აუტსაიდერი "საუთჰემპტონი" (2:2) ვერ დაამარცხა. მანკუნიანელები 22 ქულით მე-8 ადგილზე არიან და ოთხეულს 8 ქულით ჩამორჩებიან.


"წითელმა ეშმაკებმა" ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო ორი თამაში მოიგეს და ფლეი-ოფის საგზური გაინაღდეს, ახლა კი ეძლევათ შანსი, რომ ოთხეულთან ჩამორჩენა შეამცირონ. "მანჩესტერ იუნაიტედი" საკუთარ მოედანზე ითამაშებს, მაგრამ საკმაოდ სერიოზული საკადრო პრობლემების ფონზე. გუნდს ლინდელეფი ვერ ეხმარება, ბაილის, ვალენსის, შოუსა და სმოლინგის თამაში კი საეჭვოა.

არსენალი

ლონდონელები ფანტასტიკურ ფორმაში არიან და გასულ უქმეებზე უმნიშვნელოვანესი ქამბექი შეასრულეს. უნაი ემერის გუნდმა შინ "ტოტენჰემი" მიიღო და პირველი ტაიმის 1:2 წაგების შემდეგ მეორე ნახევარში "დეზებს" გადაურბინა - 3:0 და საბოლოოდ, 4:2! ამ გამარჯვებით "მეთოფეებმა" 30 ქულა დააგროვეს, "ტოტენჰემს" ბურთების უკეთესი სხვაობის გამო გადაასწრეს და მე-4 პოზიციაზე გადავიდნენ.


"არსენალმა" "ლივერპულთან" და "ტოტენჰემთან" კარგი თამაშით საკუთარი ამბიციები განიმტკიცა, ახლა კი მორიგი ტოპ-მატჩი ელის "ოლდ ტრაფორდზე". უნაი ემერის გუნდი ჩინებულ ფორმასა და განწყობაზეა, ამიტომ ლონდონელები მანჩესტერში მხოლოდ წარმატებული სერიის გასაგრძელებლად ჩავიდნენ.

სტატისტიკა და ურთიერთშეხვედრები:

  • ლონდონის "არსენალის" დაუმარცხებელი სერია უკვე 19 მატჩს შეადგენს - 15 მოგება, 4 ფრე.
  • პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში "მანჩესტერ იუნაიტედმა" სახლში მხოლოდ 1 მატჩი წააგო - 3 მოგება, 2 ფრე.
  • უნაი ემერის გუნდმა ყველა ტურნირზე ერთად ბოლო 3 თამაშში 9 გოლი გაიტანა.
  • "ოლდ ტრაფორდზე" ლონდონურ კლუბს უკვე ზედიზედ 5 თამაში გააქვს გოლი.

პროგნოზი:

"არსენალი" ახლა უკეთეს ფორმაშიც არის და უკეთეს მდგომარეობაშიც. "მანჩესტერს" პრაქტიკულად მთელი დაცვის ხაზი დამტვრეული ჰყავს, ხოლო "მეთოფეების" შემტევები ფანტასტიკურ ფორმაში არინ, ამიტომ მასპინძლებს საკმაოდ მძიმე ბრძოლა ელით. ველით სანახაობრივ მატჩს, რომელშიც წესით "არსენალმა" ერთზე მეტი გოლი უნდა გაიტანოს.

ჩვენი პროგნოზი - "არსენალის" გოლების რაოდენობა 1.5-ზე მეტი კოეფიციენტით 2.10 ევროპაბეთზე.