ბორნმუთი
კოეფიციენტი 1.70 - 1.80 2018-12-04
ჰადერსფილდი

ყურადღება! თქვენ იმყოფებით უფასო პროგნოზების განყოფილებაში, რომლის გამართლების შანსი არ არის მაღალი. იმისთვის რომ მიიღოთ მაღალი-ალბათობის და მაღალკოეფიციენტიანი პროგნოზები, გაიარეთ ავტორიზაცია და შეიძინეთ ფასიანი პაკეტი მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებამდე!

ინგლისის პრემიერ ლიგის მე-15 ტურში "ბორნმუთი" საკუთარ მოედანზე "ჰადერსფილდს" მასპინძლობს.

მოახერხებენ "ალუბლები" საკუთარ მოედანზე კარგად თამაშს და წარუმატებელი სერიის შეწყვეტას? გაიგეთ ჩვენს პროგნოზში.

ბორნმუთი

"ბორნმუთმა" პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონი შთამბეჭდავად დაიწყო და საწყის 10 ტურში მოპოვებული 20 ქულით ექვსეულს უმიზნებდა, მაგრამ ბოლო პერიოდში "ალუბლებმა" მოუკლეს და ეროვნულ ჩემპიონატში ზედიზედ 4 მატჩი წააგეს. თუმცა ედი ჰაუს გუნდს საკმაოდ რთული კალენდარი ჰქონდა და ამ 4 მატჩიდან 3 "იუნაიტედის" (1:2), "არსენალისა" (1:2) და გასულ უქმეებზე "სიტის" (1:3) წინააღმდეგ ჩაატარეს. კიდევ ერთი მატჩი "ბორნმუთმა" გასვლაზე "ნიუკასლთან" დათმო (1:2).


"ბორნმუთი" საკუთარ მოედანზე საკმაოდ ძლიერი გუნდია და დღეს ჰაუს შეგირდები ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ წაგებათა სერია შეწყვიტონ და ნელ-ნელა მოუმატონ.

ჰადერსფილდი

"ჰადერსფილდმა" ოქტომბერში სიტუაცია გამოასწორა და როგორც იქნა დაიწყო გამარჯვებების მოპოვება. დავიდ ვაგნერის გუნდმა პირველი სამი ქულა მე-11 ტურში მოიპოვა - "ტერიერებმა" სახლში "ფულჰემი" 1:0 დაამარცხეს. ამის შემდეგ "ჰადერსფილდმა" შინ "ვესტ ჰემთან" ფრედ 1:1 ითამაშა და გასვლაზე "ვულვერჰემპტონს" აარონ მუის დუბლით 2:0 მოუგო. 


ოქტომბრის სამ თამაშში მოპოვებული 7 ქულით "ჰადერსფილდმა" გასავარდნ ზონას დააღწია თავი და 10 ქულით მე-17 ადგილზეა. გასულ უქმეებზე კი დავიდ ვაგნერის გუნდმა სახლში "ბრაიტონთან" 1:2 წააგო.

სტატისტიკა და ურთიერთშეხვედრები:

  • "ბორნმუთმა" პრემიერ ლიგაში საკუთარ მოედანზე 7 თამაშიდან 3 მოიგო და მხოლოდ ბოლო ორი წააგო "იუნაიტედთან" და "არსენალთან".
  • ედი ჰაუს გუნდმა პრემიერ ლიგის ბოლო 8 თამაშიდან მხოლოდ 1 შეხვედრაში ვერ გაიტანა გოლი.
  • ამ გუნდების ურთიერთშეხვედრებში სრული თანაფარდობაა: ორივე გუნდს 4-4 გამარჯვება და 15 გატანილი გოლი აქვს.

პროგნოზი:

"ჰადერსფილდი" არასტაბილური გუნდია, რომელსაც შეუძლია სიურპრიზების შემოთავაზება, მაგრამ დღეს "ბორნმუთი" ძალიან მოტივირებული იქნება. ედი ჰაუს გუნდი საკუთარ მოედანზე წარუმატებელი სერიის შეწყვეტას და საჭირო გამარჯვების მოპოვებას შეეცდება, რაც დიდი ალბათობით, გამოუვა კიდეც.

ჩვენი პროგნოზი - "ბორნმუთის" მოგება კოეფიციენტით 1.73 ევროპაბეთზე.