უოტფორდი
კოეფიციენტი 1.65 - 1.75 2018-12-05
მანჩესტერ სიტი

ყურადღება! თქვენ იმყოფებით უფასო პროგნოზების განყოფილებაში, რომლის გამართლების შანსი არ არის მაღალი. იმისთვის რომ მიიღოთ მაღალი-ალბათობის და მაღალკოეფიციენტიანი პროგნოზები, გაიარეთ ავტორიზაცია და შეიძინეთ ფასიანი პაკეტი მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებამდე!

ინგლისში დღეს შუაკვირის ტური იწყება და მე-15 სათამაშო კვირას ლიდერი "მანჩესტერ სიტი" სტუმრად "უოტფორდს" შეხვდება.

მოახერხებენ "ბზიკები" ფენომენალურ ფორმაში მყოფი "ქალაქელების" შეჩერებას? გაიგეთ ჩვენს პროგნოზში.

უოტფორდი

"უოტფორდმა" პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონი ფანტასტიკურად დაიწყო და საწყისი 4 გამარჯვების შემდეგ მთავარ აღმოჩენად იქცა. თუმცა ამის შემდეგ "ბზიკებმა" მოუკლეს და ბოლო 10 მატჩიდან მხოლოდ ორი მოიგეს. "უოტფორდი" სატურნირო ცხრილში 20 ქულით საპატიო მე-10 ადგილს იკავებს და ჯერჯერობით სრულიად მშვიდად არის.


"ვულვერჰემპტონისა" (2:0) და "ჰადერსფილდის" (3:0) დამარცხების შემდეგ ხავი გრასიას გუნდმა ცუდი ფორმა აკრიფა და 4 მატჩიანი მოუგებელი სერია გამოაცხო. "უოტფორდმა" ამ 4 თამაშიდან 3 მშრალად წააგო, მათ შორის გასულ უქმეებზე სტუმრად "ლესტერთან" (0:2).

მანჩესტერ სიტი

მანჩესტერული კლუბი დომინირებას აგრძელებს და ჯერჯერობით არ ჩანს გუნდი, რომელიც შეაჩერებს. ჩემპიონთა ლიგაზე "სიტიმ" ლიონის "ოლიმპიკის" წინააღმდეგ კვლავ მძიმე ბრძოლა გადაიტანა და წაგებას გადაურჩა (2:2). გასულ უქმეებზე კი "ქალაქელებმა" შინ "ბორნმუთი" მიიღეს და 3:1 დაამარცხეს. პეპ გვარდიოლას გუნდი პრემიერ ლიგას 38 ქულით ლიდერობს, მაგრამ "ლივერპული" 2 ქულის დისტანციაზეა და "სიტის" მოდუნების უფლება არ აქვს.


შეტევაში გვარდიოლას დიდი ფუფუნება აქვს - სანე, სტერლინგი, მაჰრეზი, დავიდ სილვა, ბერნარდუ სილვა და თავდამსხმელის პოზიციაზე სერხიო აგუეროსა და გაბრიელ ჟეზუსის თანდემი. "სიტი" აპირებს, რომ პრემიერ ლიგის ტიტული წარმატებით დაიცვას და ჯერჯერობით ეს სავსებით ლოგიკურიც არის.

სტატისტიკა და ურთიერთშეხვედრები:

  • "მანჩესტერ სიტის" პრემიერ ლიგაში ზედიზედ 6 თამაში აქვს მოგებული.
  • პეპ გვარდიოლას გუნდმა პრემიერ ლიგის ამ სეზონში სტუმრად 6 თამაშიდან 4 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და მხოლოდ 1 გოლი გაუშვა.
  • "სიტის" "უოტფორდის" წინააღმდეგ ზედიზედ 8 თამაში აქვს მოგებული.

პროგნოზი:

ცხადია, "სიტი" აშკარა ფავორიტია და სტატისტიკა მხოლოდ ამას ადასტურებს. თუმცა გვარდიოლას გუნდს წინ "სტემფორდზე" რთული გასვლა აქვს, ამიტომ "ქალაქელები" ალბათ დაზოგავენ ძალებს და ისე შეეცდებიან სამი ქულის მოპოვებას. მანჩესტერელებს უოტფორდში მოგება მშვიდადაც თავისუფლად შეუძლიათ.

ჩვენი პროგნოზი - "სიტის" მოგება და გოლების ტოტალი 4.5-ზე ნაკლები კოეფიციენტით 1.71 კრისტალბეთზე.