ატალანტა
კოეფიციენტი 2.20 - 2.30 2018-12-03
ნაპოლი

ყურადღება! თქვენ იმყოფებით უფასო პროგნოზების განყოფილებაში, რომლის გამართლების შანსი არ არის მაღალი. იმისთვის რომ მიიღოთ მაღალი-ალბათობის და მაღალკოეფიციენტიანი პროგნოზები, გაიარეთ ავტორიზაცია და შეიძინეთ ფასიანი პაკეტი მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებამდე!

იტალიის ეროვნული ჩემპიონატის მე-14 ტური დღეს საღამოს ბერგამოში დაიხურება - "ატალანტა" საკუთარ მოედანზე "ნაპოლის" დაუპირისპირდება.

მოახერხებს ჯანპიერო გასპერინის გუნდი ნეაპოლელებისთვის წინააღმდეგობის გაწევას? გაიგეთ ჩვენს პროგნოზში.

ატალანტა

"ატალანტამ" მიმდინარე სეზონი ძალიან სუსტად დაიწყო და დიდი ხანი ჰქონდა კრიზისული პერიოდი. თუმცა გასპერინიმ მძიმე მონაკვეთი გადალახა, გუნდის თამაში გააუმჯობესა და "ქალთევზებმა" ეროვნულ ჩემპიონატში ზედიზედ 4 თამაში მოიგეს. წარმატებული სერია "ატალანტამ" შინ მილანის "ინტერის" 4:1 განადგურებით დააგვირგვინა. 


"ქალთევზებმა" გამარჯვებათა სერია მოულოდნელად წინა ტურში შეწყვიტეს და "ემპოლისთან" სტუმრად 2:3 დამარცხდნენ. "ატალანტა" 18 ქულით მე-11 პოზიციაზე იმყოფება და ბოლო 5 თამაშში 16 გოლის გატანა მოახერხა.

ნაპოლი

ნეაპოლური კლუბი მიმდინარე სეზონში არასტაბილურობით გამოირჩევა. იტალიის სერია ა-ს ბოლო 4 ტურში "ცისფრებმა" 4 ქულა დაკარგეს და გასულ უქმეებზე საკუთარ მოედანზე ბოლო ადგილოსანი "კიევო" ვერ გატეხეს (0:0). ჩემპიონთა ლიგაზე კი "ნაპოლიმ" სახლში "ცრვენა ზვეზდა" დრის მერტენსის დუბლით 3:1 დაამარცხა და ლიდერობა შეინარჩუნა.


სერია ა-ში კარლო ანჩელოტის გუნდი ტურინის "იუვენტუსს" 11 ქულით ჩამორჩება, ამიტომ ფეხის დაცდენის უფლება არ აქვს და ბერგამოში რთული გასვლის მიუხედავად მხოლოდ სამი ქულის მოპოვება აწყობს.

სტატისტიკა და ურთიერთშეხვედრები:

  • ამ გუნდების ბოლო 5 ურთიერთშეხვედრიდან 3 "ატალანტამ" მოიგო და 2 "ნაპოლიმ".
  • "იუვენტუსის" (31) შემდეგ სერია ა-ში ყველაზე მეტი გოლი "ნაპოლის" (26) აქვს გატანილი, შემდეგ კი "ინტერი" და "ატალანტა" მოდიან 25-25- ბურთით.
  • ბერგამოელებმა ბოლო ორ საშინაო თამაშში 7 გოლი გაიტანეს.

პროგნოზი:

"ნაპოლი" სკუდეტოს მოგებაზე ოცნებობს, მაგრამ წელს ამის მიღწევა ძალიან რთული იქნება. "ატალანტა" კარგ ფორმაშია და შესანიშნავი შეტევითი ხაზი ჰყავს, ამიტომ მოსალოდნელია გახსნილი თამაში ორმხრივი იერიშებით. დიდია იმის შანსი, რომ მეტოქეებმა ერთმანეთის კარი აიღონ, მაგრამ უპირატესობა ალბათ მაინც სტუმრებისკენ იქნება.

ჩვენი პროგნოზი - "ნაპოლის" არწაგება და ორივე გუნდის გატანა (X2/კი). ამ ორმაგ პოზიციას კრისტალბეთზე 2.23 აქვს კოეფიციენტი.