რომა
კოეფიციენტი 1.70 - 1.80 2018-12-02
ინტერი

ყურადღება! თქვენ იმყოფებით უფასო პროგნოზების განყოფილებაში, რომლის გამართლების შანსი არ არის მაღალი. იმისთვის რომ მიიღოთ მაღალი-ალბათობის და მაღალკოეფიციენტიანი პროგნოზები, გაიარეთ ავტორიზაცია და შეიძინეთ ფასიანი პაკეტი მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებამდე!

იტალიის ეროვნული ჩემპიონატის მე-14 ტურის ცენტრალური შეხვედრა რომში გაიმართება - "რომა" მილანის "ინტერის" წინააღმდეგ.

"სტადიო ოლიმპიკოზე" რომაული კლუბის მომავალი შეიძლება გადაწყდეს - რა ავიღოთ ამ თამაშზე? გაიგეთ ჩვენს პროგნოზში.

რომა

"რომა" მიმდინარე სეზონის დასაწყისში აშკარად ვერ არის ოპტიმალურ ფორმაში - "მგლები" 13 ტურის შემდეგ 19 ქულით მხოლოდ მე-7 ადგილზე იმყოფებიან. გასულ უქმეებზე რომაული კლუბი "უდინეზესთან" სტუმრად სენსაციურად დამარცხდა (0:1). ამის შემდეგ ეუსებიო დი ფრანჩესკოს გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე სახლში მადრიდის "რეალს" დაუპირისპირდა და 0:2 წააგო.


ეუსებიო დი ფრანჩესკოს გათავისუფლების თემა კვლავ აქტუალურია და დღევანდელი მატჩი იტალიელი სპეციალისტისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. "რომას" ძალიან სჭირდება გამარჯვება, როგორც სატურნირო, ისე მენტალური თვალსაზრისით. მარცხის შემთხვევაში "რომა" სამეულს 12 ქულით დაშორდება.

ინტერი

ჩემპიონთა ლიგაზე თავისი თამაში წააგო მილანურმა გრანდმაც - "ინტერი" ლონდონში "ტოტენჰემთან" 0:1 დამარცხდა და ბოლო ტურის წინ მეორე ადგილი დაკარგა. იტალიის ჩემპიონატში კი "ნერაძური" 28 ქულით მე-3 ადგილს იკავებს და ლიდერ "იუვენტუსს" 12 ქულით ჩამორჩება. გასულ უქმეებზე "ინტერმა" შინ "ფროსინონე" 3:0 გაანადგურა.



ლუჩიანო სპალეტი თავის ყოფილ კლუბს უპირისპირდება და დღეს გამარჯვების მოპოვება "შავ-ლურჯებისთვის" საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნება. 

სტატისტიკა და ურთიერთშეხვედრები:

  • ამ გუნდების ბოლო 8 ურთიერთშეხვედრიდან 7 თამაშში ორივე გუნდმა გაიტანა გოლი.
  • "რომამ" იტალიის სერია ა-ს მიმდინარე სეზონში 6 საშინაო თამაში ჩაატარა და მხოლოდ ერთხელ ვერ გაიტანა გოლი.
  • ანალოგიური სტატისტიკა აქვს "ინტერს" იტალიის ჩემპიონატში გასვლაზე.

პროგნოზი:

ორივე გუნდი აქტიურად თამაშობს შეტევაში, ხოლო დაცვაში პრობლემები აქვს. "ინტერმა" ბოლო პერიოდში ბევრი ბურთი გაუშვა, "რომა" კი ახლა ვალდებულია მოიპოვოს გამარჯვება. რომში დიდი ბრძოლა და საინტერესო სანახაობააა მოსალოდნელი.

ჩვენი პროგნოზი - გოლების რაოდენობა 2.5-ზე მეტი კოეფიციენტით 1.75 კრისტალბეთზე.