არსენალი
კოეფიციენტი 2.10 - 2.20 2018-12-02
ტოტენჰემი

ყურადღება! თქვენ იმყოფებით უფასო პროგნოზების განყოფილებაში, რომლის გამართლების შანსი არ არის მაღალი. იმისთვის რომ მიიღოთ მაღალი-ალბათობის და მაღალკოეფიციენტიანი პროგნოზები, გაიარეთ ავტორიზაცია და შეიძინეთ ფასიანი პაკეტი მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებამდე!

ტურის ცენტრალური შეხვედრა "ემირიათსზე" შედგება - ჩრდილო-ლონდონური დერბი "არსენალსა" და "ტოტენჰემს" შორის. ახლა ორივე გუნდი დიდებულ ფორმაშია და ერთმანეთს არაფერს დაუთმობენ.

როგორი იქნება ჩრდილო-ლონდონური დერბი და გველის თუ არა კარგი სანახაობა? გაიგეთ ჩვენს პროგნოზში.

არსენალი

ლონდონის "არსენალის" დაუმარცხებელი სერია გრძელდება. უნაი ემერის გუნდს ნოემბრის დასაწყისში მცირე ჩავარდნა ჰქონდა და პრემიერ ლიგაში ზედიზედ სამი მატჩი დაასრულა ფრედ, მაგრამ გასულ უქმეებზე "მეთოფეებმა" სტუმრად "ბორნმუთი" ობამეიანგის გოლით 2:1 დაამარცხეს და ოთხეულს 1 ქულის დისტანციაზე მიუახლოვდნენ.


ევროპა ლიგაზე უნაი ემერის გუნდმა სტუმრად უკრაინული "ვორსკლა" გადახალისებული შემადგენლობით 3:0 გაანადგურა და პირველი ადგილი გაინაღდა. ახლა კი "არსენალს" წინ ორი სუპერ-მატჩი აქვს და "მეთოფეები" ეცდებიან, რომ ოთხშაბათს ღამით "ოლდ ტრაფორდზე" გასვლის წინ პრინციპული დერბის მოგებით ბრწყინვალე განწყობა შეიქმნან.

ტოტენჰემი

"ტოტენჰემმა" ოქტომბრის ბოლოდან მოყოლებული შესანიშნავი ფორმა აკრიფა და ყველა ტურნირზე ერთად ზედიზედ 6 თამაში მოიგო. "დეზებმა" პრემიერ ლიგის წინა ტურში საკუთარ მოედანზე "ჩელსი" მიიღეს და მაურიციო სარის გუნდს პირველი მარცხი აგემეს. "ტოტენჰემმა" "უემბლიზე" ფანტასტიკურად იასპარეზა, 3:1 იმარჯვა და 30 ქულით მე-3 ადგილზე გადაინაცვლა.


ოთხშაბათს მაურისიო პოჩეტინოს გუნდმა სახლში მილანის "ინტერი" 1:0 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურის წინ ფლეი-ოფში გასვლის შანსები დაიტოვა. ახლა კი "დეზებს" მორიგი სუპერ-მატჩი და ჩრდილო ლონდონური დერბი ელოდებათ. "ტოტენჰემი" მორიგი მნიშვნელოვანი გამარჯვებისთვის იბრძოლებს.

სტატისტიკა და ურთიერთშეხვედრები:

  • "ტოტენჰემმა" პრემიერ ლიგაში "არსენალის" წინააღმდეგ სტუმრად ჩატარებული ბოლო 25 თამაშიდან მხოლოდ 1 მოიგო (10 ფრე, 14 წაგება) - 2010 წლის ნოემბერში 3:2.
  • პრემიერ ლიგის ისტორიაში ყველაზე ხშირად ერთმანეთს გოლებს სწორედ "ტოტენჰემი" და "არსენალი" უტანენ - 34 შეხვედრა.
  • "ტოტენჰემმა" პრემიერ ლიგაში ზედიზედ 7 ლონდონური დერბი მოიგო, რაც უკანასკნელი 67 წლის განმავლობაში არ გაუკეთებია.
  • "ემირიათსზე" პრემიერ ლიგის ეგიდით ამ გუნდებს შორის გამართული ბოლო 4 დერბიდან 3 ფრედ 1:1 დასრულდა.

პროგნოზი:

ამ მომენტისთვის ორივე გუნდი შესანიშნავ ფორმაში იმყოფება და "არსენალი" საკუთარ მოედანზე ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ "ტოტენჰემს" დაეწიოს და ოთხეულში შეაღწიოს. თუ ამ გუნდების ურთიერთშეხვედრების ისტორიას გავითვალისწინებთ და აგრეთვე გავიხსენებთ იმას, რომ "დეზებმა" ჩემპიონთა ლიგაზე მძიმე ბრძოლა გადაიტანეს, ლოგიკური იქნება უპირატესობის მასპინძლებისთვის მინიჭება სანახაობრივ დაპირისპირებაში.

ჩვენი პროგნოზი - "არსენალის" არწაგება და ორივე გუნდის გატანა (1X/კი). ამ ორმაგ პოზიციას კრისტალბეთზე 2.15 აქვს კოეფიციენტი.