ფორტუნა
კოეფიციენტი 1.90 - 2.00 2018-11-30
მაინცი

ყურადღება! თქვენ იმყოფებით უფასო პროგნოზების განყოფილებაში, რომლის გამართლების შანსი არ არის მაღალი. იმისთვის რომ მიიღოთ მაღალი-ალბათობის და მაღალკოეფიციენტიანი პროგნოზები, გაიარეთ ავტორიზაცია და შეიძინეთ ფასიანი პაკეტი მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებამდე!

გერმანიის ეროვნული ჩემპიონატის მე-13 ტურს დუისელდორფის "ფორტუნა" და "მაინცი" გახსნიან.

როგორ იასპარეზებს ბუნდესლიგის აუტსაიდერი მიუნხენში სასწაული მატჩის შემდეგ? გაიგეთ ჩვენს პროგნოზში.

ფორტუნა

დუისელდორფელებმა გასულ უქმეებზე "ალიანს არენაზე" ბოლომდე იბრძოლეს და მიუხედავად იმისა, რომ ორჯერ აგებდნენ ორი ბურთის სხვაობით, დოდი ლუკებაკიოს ჰეთ-თრიკით მატჩი ბოლო წუთებზე გადაარჩინეს - 3:3. თუმცა ფრიდჰელმ ფუნკელის გუნდი 9 ქულით ბოლოსწინა ადგილზეა და გასავარდნ ზონას ვერ დააღწია თავი.


"ფორტუნას" ახლა კარგი პერიოდი აქვს. მიუნხენში ქულის აღებამდე დუისელდორფელებმა შინ ბერლინის "ჰერტა" 4:1 გაანადგურეს, მანამდე კი გერმანიის თასზე "ულმი" სტუმრად 5:1 ჰყავდათ დამარცხებული. ასე, რომ "ფორტუნამ" დაძლია მძიმე პერიოდი და ახლა კარგ განწყობაზეა.

მაინცი

"მაინცი" მიმდინარე სეზონში კერკეტი კაკალია, მაგრამ სტაბილურობა აკლია, ამიტომ 15 ქულით სატურნირო ცხრილში მხოლოდ მე-10 ადგილს იკავებს. სანდრო შვარცის გუნდი წინა ტურში შინ დორტმუნდის "ბორუსიას" დაუპირისპირდა და ღირსეულ ბრძოლაში დამარცხდა (1:2). ახლა კი "მაინცი" მოგების გემოს დაბრუნებას ეცდება.


"კარნავალელებმა" წინა ტურამდე სტუმრად "ფრაიბურგი" (3:1) და სახლში ბრემენის "ვერდერი" (2:1) დაამარცხეს, ამიტომ "მაინციც" კარგ ფორმაშია და დუისელდორფში რეაბილიტირებისთვის ჩავა.

სტატისტიკა და ურთიერთშეხვედრები:

  • "ფორტუნამ" ბუნდესლიგის ყველა (6) საშინაო თამაშში გაუშვა გოლი.
  • "მაინცმა" ბუნდესლიგის საწყის 5 გასვლით შეხვედრაში 1 გამარჯვება მოიპოვა.
  • 21-ე საუკუნეში ამ გუნდების 4 ურთიერთშეხვედრიდან 3 "მაინცმა" მოიგო და 1 მატჩი ფრედ დასრულდა.

პროგნოზი:

დუისელდორფის "ფორტუნამ" მიუნხენში დიდი სენსაცია მოახდინა, მაგრამ ნაკლებად მოსალოდნელია, რომ დღეს "მაინცი" დაამარცხოს. "კარნავალელები" უკეთ გამოიყურებიან, თანაც ოქტომბრის შუარიცხვებამდე "ბაიერნისა" და "ბორუსიას" შემდეგ ყველაზე საიმედო დაცვა ჰყავდათ. ასე, რომ "მაინცი" საუკეთესო თამაშის ჩატარებას ეცდება და ალბათ მინიმუმ არ წააგებს.

ჩვენი პროგნოზი - "მაინცის" მოგება ფრეზე გაყრით 0(2) კოეფიციენტით 1.95 კრისტალბეთზე. თუ მატჩი ფრედ დასრულდება, კოეფიციენტი გაბათილდება.