რუსეთი
კოეფიციენტი 1.70 - 1.80 2018-10-11
შვედეთი

ყურადღება! თქვენ იმყოფებით უფასო პროგნოზების განყოფილებაში, რომლის გამართლების შანსი არ არის მაღალი. იმისთვის რომ მიიღოთ მაღალი-ალბათობის და მაღალკოეფიციენტიანი პროგნოზები, გაიარეთ ავტორიზაცია და შეიძინეთ ფასიანი პაკეტი მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებამდე!

რუსეთის ეროვნული ნაკრები ახლა შესანიშნავ ფორმაში იმყოფება და უეფას ერთა ლიგაზე შვედეთის წინააღმდეგ ძალიან მნიშვნელოვან მატჩს ჩაატარებს.

როგორი შეხვედრა გაიმართება კალინინგრადში და უნდა ველოდეთ თუ არა ბევრ გატანილ ბურთს? გაიგეთ ჩვენს პროგნოზში.

რუსეთი

მსოფლიო ჩემპიონატზე ესპანეთის ეროვნული ნაკრების დამარცხებამ და 1/4 ფინალში გასვლამ რუსებს სერიოზული ფსიქოლოგიური მუხტი მისცა. სტანისლავ ჩერჩესოვის გუნდმა ბოლო ამხანაგურ მატჩში ჩეხეთი შინ 5:1 გაანადგურა და რუსეთი ახლა მშვენიერ ფორმაშია, ძალიან კარგ ფეხბურთს თამაშობს.


უეფას ერთა ლიგის პირველ ტურში რუსებმა სტუმრად თურქეთის ნაკრები 2:1 დაამარცხეს და ძალიან მნიშვნელოვანი სამი ქულა აიღეს. თუმცა ახლა ჩერჩესოვის გუნდს კიდევ უფრო რთული გამოცდა ელის და საინტერესოა როგორ იასპარეზებენ რუსები შინ მძლავრი შვედეთის წინააღმდეგ.

შვედეთი

შვედეთის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში იტალიის ნაკრები დაამარცხა, ხოლო მუნდიალის ჯგუფურ ეტაპზე უკვე გერმანიის ეროვნულ გუნდს აჯობა და ჯგუფი მოიგო. იან ანდერსონის გუნდმა 1/4 ფინალში გააღწია, სადაც ინგლისის ნაკრებთან დამარცხდა და ახლა უკვე ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად იბრძვის.


შვედებმა მუნდიალის შემდეგ ორი მატჩი ჩაატარეს და ორივე წააგეს - სტუმრად ავსტრიასთან 0:2 ამხანაგური პაექრობა, შემდეგ კი ერთა ლიგაზე თურქეთთან საკუთარ მოედანზე 2:3 დამარცხდნენ. დღეს შვედეთის ნაკრებს ერთა ლიგაზე ბრძოლის გასაგრძელებლად მხოლოდ ერთი ვარიანტი აქვს - რუსეთში სამი ქულის მოპოვება.

სტატისტიკა და ურთიერთშეხვედრები:

  • მსოფლიო ჩემპიონატამდე რუსეთის ნაკრებს 7 მატჩიანი მოუგებელი სერია ჰქონდა და ზიდიზედ ორი შეხვედრა რუსებმა ბოლოს გასული წლის შემოდგომაზე მოიგეს.
  • შვედეთის ნაკრებს კი თუ მსოფლიო ჩემპიონატს არ ჩავთვლით ზედიზედ 6 შეხვედრა არ აქვს მოგებული.
  • შვედები გასვლით თამაშებში გოლის გატანას უკვე ზედიზედ 4 თამაშია ვერ ახერხებენ.

პროგნოზი:

რუსეთის ნაკრები ახლა უკეთეს ფორმაშია, მაგრამ შვედეთს ორგანიზებული და მძლავრი გუნდი ჰყავს, რომელსაც დღეს წაგება არავითარ შემთხვევაში არ აწყობს. აქედან გამომდინარე, სავსებით ლოგიკური იქნება თუ რუსეთის ნარკებს სწორედ მოტივირებული და უფრო გამოცდილი შვედეთი შეაჩერებს.

ჩვენი პროგნოზი - შვედეთის არწაგება კოეფიციენტით 1.74 კრისტალბეთზე.