პოლონეთი
კოეფიციენტი 1.70 - 1.80 2018-10-11
პორტუგალია

ყურადღება! თქვენ იმყოფებით უფასო პროგნოზების განყოფილებაში, რომლის გამართლების შანსი არ არის მაღალი. იმისთვის რომ მიიღოთ მაღალი-ალბათობის და მაღალკოეფიციენტიანი პროგნოზები, გაიარეთ ავტორიზაცია და შეიძინეთ ფასიანი პაკეტი მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებამდე!

პოლონეთის ეროვნული გუნდი არც ისე კარგ ფორმაშია და დღეს საღამოს შინ ევროპის მოქმედ ჩემპიონს მიიღებს.

როგორი მატჩი შედგება პოლონეთში და უნდა ველოდეთ  თუ არა გატანილ გოლებს? გაიგეთ ჩვენს პროგნოზში.

პოლონეთი

პოლონეთის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატი ჩააგდო, რასაც მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ადამ ნავალკას ლოგიკური გათავისუფლება მოჰყვა. ეროვნული გუნდი 47 წლის იეჟი ბრეჟეკმა ჩაიბარა და არც მას გამოუვიდა იდეალური სტარტი - ზედიზედ ორი ფრე ერთნაირი ანგარიშით (1:1).


პოლონეთის ნაკრებმა ერთა ლიგის პირველ ტურში სტუმრად იტალიასთან ღირსეულად იასპარეზა და ქულა მოიპოვა. ამის შემდეგ კი პოლონელებმა ირლანდიასთან ამხანაგური პაექრობა ჩაატარეს და კვლავ იგივე შედეგს დასჯერდნენ. ახლა ბრეჟეკის გუნდი საკუთარ მოედანზე მნიშვნელოვანი მატჩის მოგებას შეეცდება.

პორტუგალია

არც ისე წარმატებული მსოფლიო თასის შემდეგ პორტუგალიის ეროვნულმა ნაკრებმა უეფას ერთა ლიგა წარმატებით დაიწყო - "სელესაომ" საკუთარ მოედანზე იტალიის ნაკრები ანდრე სილვას გოლით დაამარცხა (1:0) და ჯგუფის ლიდერი გახდა. დღეს ფერნანდუ სანტუშის გუნდს ერთი ქულაც აწყობს, რათა ლიდერობა შეინარჩუნოს.


პორტუგალიას კვლავ არ ჰყავს კრიშტიანუ რონალდუ, მაგრამ ამას სანტუში უკვე შეეგუა და გუნდი რონალდუს გარეშეც ახერხებს შედეგის მოპოვებას. დღეს "სელესაოს" შეუძლია, რომ ერთა ლიგის ჯგუფის მოგებისკენ საკმაოდ დიდი ნაბიჯი გადადგას.

სტატისტიკა და ურთიერთშეხვედრები:

  • პოლონეთის ნაკრებმა ბოლო 8 მატჩიდან მხოლოდ 1 შეხვედრაში ვერ მოახერხა გოლის გატანა.
  • პორტუგალიის ნაკრებს კი უკვე ზედიზედ 7 შეხვედრაა გააქვს გოლი.
  • 21-ე საუკუნეში ამ გუნდების 5 დაპირისპირებიდან 3 ფრედ დასრულდა, 1 პოლონეთმა მოიგო და 1 - პორტუგალიამ.
  • ამ 5 შეხვედრიდან 3 თამაშში გოლი ორივე გუნდმა გაიტანა, ხოლო 4 თამაშში 2 ან მეტი ბურთი გავიდა.

პროგნოზი:

პოლონეთი და პორტუგალია ორი პრაგმატული ფეხბურთის მიმდევარი ეროვნული ნაკრებია, მაგრამ დღეს შედეგზე თამაში მხოლოდ "სელესაოს" აწყობს, ხოლო პოლონელებს პირიქით - მხოლოდ გამარჯვება სჭირდებათ, ამიტომ ისინი გაიხსნებიან და სავარაუდოდ, მატჩი სულაც არ გამოვა არასანახაობრივი.

ჩვენი პროგნოზი - გოლების ტოტალი 2-ზე მეტი კოეფიციენტით 1.75 კრისტალბეთზე. თუ თამაშში ზუსტად 2 ბურთი გავა კოეფიციენტი გაბათილდება.