ერაყი
კოეფიციენტი 1.51 2018-10-11
არგენტინა

ყურადღება! თქვენ იმყოფებით უფასო პროგნოზების განყოფილებაში, რომლის გამართლების შანსი არ არის მაღალი. იმისთვის რომ მიიღოთ მაღალი-ალბათობის და მაღალკოეფიციენტიანი პროგნოზები, გაიარეთ ავტორიზაცია და შეიძინეთ ფასიანი პაკეტი მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებამდე!

ლიონელ მესის გარეშე მყოფი არგენტინის ეროვნული ნაკრები დღეს თავის მორიგ ტესტ-მატჩს ჩაატარებს და სტუმრად ერაყს დაუპირისპირდება.

ერაყი

ერაყის ნაკრები ძალიან კარგ ფორმაშია - ბოლო 17 მატჩიდან ერაყელებმა მხოლოდ 1 წააგეს, მაგრამ ბასიმ ქასიმის გუნდი ძირითადად თავისი დონის გუნდებს უპირისპირდება.

სექტემბერში ერაყმა ერთი ამხანაგური მატჩი ჩაატარა და სტუმრად ქუვეითთან ფრედ 1:1 ითამაშა.

არგენტინა

მსოფლიო ჩემპიონატის ჩაგდების შემდეგ "ალბისელესტე" 40 წლის ლიონელ სკალონიმ ჩაიბარა და ჯერჯერობით მისი ხელმძღვანელობით გუნდს გოლი არ გაუშვია.

არგენტინელებმა გვატემალის ნაკრები 3:0 გაანადგურეს, რასაც კოლუმბიასთან უგოლო ფრე მოჰყვა. ახლა კი არგენტინა ბრაზილიასთან სუპერ-შეხვედრისთვის ემზადება.

ჩვენი პროგნოზი - არგენტინის ნაკრები, რომელსაც მესის გარეშეც ფანტასტიკური შეტევითი ხაზი ჰყავს, ერაყს მარტივად უნდა გაუსწორდეს. ვფიქრობთ, თამაშში 2.5-ზე მეტი გოლი გავა, რასაც აჭარაბეთზე 1.51 აქვს კოეფიციენტი.