იტალია
კოეფიციენტი 1.65 - 1.75 2018-10-10
უკრაინა

ყურადღება! თქვენ იმყოფებით უფასო პროგნოზების განყოფილებაში, რომლის გამართლების შანსი არ არის მაღალი. იმისთვის რომ მიიღოთ მაღალი-ალბათობის და მაღალკოეფიციენტიანი პროგნოზები, გაიარეთ ავტორიზაცია და შეიძინეთ ფასიანი პაკეტი მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებამდე!

დღეს საღამოს ფეხბურთში ერთი საინტერესო ამხანაგური მატჩი გაიმართება - იტალიის ეროვნული ნაკრები გენუაში უკრაინას მიიღებს.

როგორი მატჩი გაიმართება "ლუიჯი ფერარის" არენაზე და შეინახავს კარს მშრალად "სკუადრა აძურა"? გაიგეთ ჩვენს პროგნოზში.

იტალია

იტალიის ეროვნული ნაკრები კვლავ კრიზისულ პერიოდში იმყოფება და რობერტო მანჩინი ძიების პროცესშია. "სკუადრა აძურამ" უეფას ერთა ლიგა წარუმატებლად დაიწყო - პოლონეთთან ფრე 1:1 და ბოლო წუთებზე მოპოვებული ქულა, ხოლო ამას ევროპის ჩემპიონ პორტუგალიასთან 0:1 წაგება მოჰყვა. იტალიის ნაკრებს კვლავ სერიოზული პრობლემები აქვს წინა ხაზზე, ხოლო მანჩინი მუდმივად ახალ მოთამაშეებს იძახებს და ცდილობს, შანსი ყველას მისცეს.


იტალიის ეროვნულ გუნდს სერიოზული პრობლემები აქვს - პატრიკ კუტრონე და სიმონე ძაძა დაიმტვრნენ, ხოლო ანდრეა ბელოტი და მარიო ბალოტელი ოპტიმალურ ფორმაში არ იმყოფებიან. 

უკრაინა

უკრაინის ნაკრები, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა ასევე ვერ მოახერხა, ახლა ძალიან მოტივირებულია და შესანიშნავი თაობა ჰყავს იარმოლენკოსა და კანაპლიანკას ცნობილი თანდემის ლიდერობით. გუნდს კი ლეგენდარული ანდრეი შევჩენკო ხელმძღვანელობს და ბოლო პერიოდში უკრაინელებმა შესანიშნავი ფორმა აკრიფეს.


უეფას ერთა ლიგა უკრაინამ შესანიშნავად დაიწყო - ჩეხეთი სტუმრად 2:1, ხოლო შემდეგ შინ სლოვაკეთი 1:0 დაამარცხა. ახლა კი უკრაინელები იტალიასთან საინტერესო ტესტს გაივლიან, რომლის შემდეგაც საკუთარ მოედანზე ჩეხეთს მიიღებენ და ერთა ლიგის მოსაგებად გაიბრძოლებენ. 

სტატისტიკა და ურთიერთშეხვედრები:

  • იტალიის ნაკრებმა მანჩინის ხელმძღვანელობით ჩატარებული 5 მატჩიდან მხოლოდ პირველი მოიგო, ეგეც საუდის არაბეთთან (2:1).
  • უკრაინის ნაკრებს კი 7 მატჩიანი დაუმარცხებელი სერია აქვს: 5 მოგება, 2 ფრე.
  • ამ 7 შეხვედრიდან უკრაინამ მხოლოდ ერთ მატჩში ვერ მოახერხა გოლის გატანა.

პროგნოზი:

იტალიის ნაკრებში დიდი არეულობაა და რთულია იმის თქმა თუ როგორ იასპარეზებს "სკუადრა აძურა". თუმცა უკრაინა საკმაოდ კარგ ფორმაშია და შესანშნავი შეტევითი ხაზი ჰყავს, ამიტომ სავსებით ლოგიკური იქნება თუ ანდრეი შევჩენკოს გუნდი გენუაში მინიმუმ ერთ გოლს მაინც გაიტანს.

ჩვენი პროგნოზი - უკრაინის ნაკრები გოლს გაიტანს კოეფიციენტით 1.73 კრისტალბეთზე.