კიოლნი
კოეფიციენტი 1.65 - 1.75 2018-10-08
დუისბურგი

ყურადღება! თქვენ იმყოფებით უფასო პროგნოზების განყოფილებაში, რომლის გამართლების შანსი არ არის მაღალი. იმისთვის რომ მიიღოთ მაღალი-ალბათობის და მაღალკოეფიციენტიანი პროგნოზები, გაიარეთ ავტორიზაცია და შეიძინეთ ფასიანი პაკეტი მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებამდე!

გერმანიის მეორე ბუნდესლიგის მე-9 ტური საკმაოდ საინტერესო მატჩით იხურება - პირველ ადგილოსანი "კიოლნი" ცხრილის ბოლოში მყოფ "დუისბურგს" მასპინძლობს.

როგორი იქნება ლიდერისა და აუტსაიდერის დაპირისპირება და რისი აღება შეიძლება ამ შეხვედრაში? გაიგეთ ჩვენს პროგნოზში.

კიოლნი

"კიოლნი", რომელიც უმაღლესი ლიგიდან გასულ სეზონში გავარდა, სიტუაციის გამოსწორებას მალევე აპირებს და მეორე ბუნდესლიგის ლიდერია, თანაც საკამოდ დამაჯერებლი თამაშით - მარკუს ანფანგის გუნდმა საწყის 8 ტურში მხოლოდ 5 ქულა დაკარგა და 19 ქულით სატურნირო ცხრილის ერთპიროვნული ლიდერია.


"თხების" რიგებში შეუჩერებელია 30 წლის გერმანელი თავდამსხმელი, სიმონ ტეროდე, რომელმაც მეორე ბუნდესლიგის ზედიზედ 6 თამაშში მოახერხა გოლის გატანა და 12 ბურთით ტურნირის საუკეთესო ბომბარდირია. "კიოლნმა" ზედიზედ 3 შეხვედრა მოიგო და 7 გოლი გაიტანა, საიდანაც 5 სწორედ ტეროდეს ანგარიშზეა.

დუისბურგი

"დუისბურგი" ჯერჯერობით მეორე ბუნდესლიგის უსუსტესი კლუბია - ერთადერთი გუნდი, რომელსაც ჯერ გამარჯვება არ მოუპოვებია და ბოლო ადგილზე 2 ქულით განწირულია. გადამრჩენ ზონას "დუისბურგი" უკვე მთელი 7 ქულით ჩამორჩა და დღეს ჩემპიონატის ლიდერთან ძალიან გაუჭირდება თუნდაც ერთი ქულის მოპოვება.


კატასტროფული სტარტის გამო კლუბმა ბულგარელი სპეციალისტი, ილია ხრისტოვი, 3 წლიანი მუშაობის შემდეგ გაათავისუფლა და ტორსტენ ლიბერკნეხტს  უხმო, რომელმაც თავის დროზე ბრაუნშვაიგის "აინტრახტი" გადაიყვანა ბუნდესლიგაში. ტორსტენს არ გაუმართლა, რომ სადებიუტო მატჩი გასვლაზე ლიდერთან აქვს.

სტატისტიკა და ურთიერთშეხვედრები:

  • "კიოლნის" ბოლო 8 თამაშიდან ყველა ტურნირზე ერთად 7 შეხვედრაში გოლის გატანა ორივე გუნდმა მოახერხა.
  • "დუისბურგის" შემთხვევაში კი "კი" პოზიცია ბოლო 4 თამაშში წამოვიდა.
  • მეორე ბუნდესლიგაში "კიოლნის" ყველა საშინაო შეხვედრა "კი" წამოვიდა.

პროგნოზი:

"კიოლნი" საკმაოდ მხიარულ და გახსნილ ფეხბურთს თამაშობს. ამ სეზონში გუნდმა უკვე მოასწრო ორჯერ 5:3, ხოლო ერთხელ გერმანიის თასზე 9:1 შედეგის დაფიქსირება. "დუისბურგიც" გამტანი გუნდია, რომელსაც ახალი თავკაცი ჰყავს და მოთამაშეები ეცდებიან, რომ მასზე თავიდანვე კარგი შთაბეჭდილება მოახდინონ.

ჩვენი პროგნოზი - ორივე გუნდის გატანა კოეფიციენტით 1.70 ლიდერბეთზე.