მონფილსი
კოეფიციენტი 1.65 - 1.75 2018-10-08
ციციპასი

ყურადღება! თქვენ იმყოფებით უფასო პროგნოზების განყოფილებაში, რომლის გამართლების შანსი არ არის მაღალი. იმისთვის რომ მიიღოთ მაღალი-ალბათობის და მაღალკოეფიციენტიანი პროგნოზები, გაიარეთ ავტორიზაცია და შეიძინეთ ფასიანი პაკეტი მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებამდე!

პეკინის 500-იანი მასტერსის შემდეგ ჩინეთის დედაქალაქში ახლა უფრო დიდი, 1000-იანი მასტერსი, იწყება და პირველ წრეში ერთი საინტერესო მატჩი გაიმართება.

შანხაის ტურნირის პირველ წრეში ცუდ ფორმაში მყოფი გაელ მონფილსი ახალგაზრდა ბერძენს, სტეფანოს ციციპასს, დაუპირისპირდება. 

გაელ მონფილსი

ვეტერანმა ფრანგმა ჩოგბურთელმა წელს უკვე მოახერხა ორი ტურნირის მოგება, მათ შორის ჰარდის საფარზეც - მონფილსმა ტაივანის მასტერსი მოიგო, მაგრამ ამის შემდეგ მოდუნდა და ჩინეთში პირველი ორი ტურნირი ჩააგდო. გაელი ჩენგდუსა და პეკინში პირველივე წრეში დამარცხდა, ახლა კი შანხაის მასტერსზე ეცდება რეაბილიტირებას.


32 წლის ფრანგი თავისი მხიარული და თავისუფალი სათამაშო სტილით გამოირჩევა, ამიტომ არასოდეს იცი რას უნდე ელოდე მონფილსისგან. მას შეუძლია ჩაატაროს ფენომენალური მატჩი და ჩააგდოს საოცარი ბურთები, მაგრამ ამავდროულად შესაძლოა მთელი შეხვედრა ჩააგდოს და უხასიათოდ დამარცხდეს.

სტეფანოს ციციპასი

სეზონის მეორე ნახევარში არც მსოფლიოს მე-15 ჩოგანის თამაშია გასაოცარი, მაგრამ მონფილსისგან განსხვავებით, 20 წლის ბერძენი სტაბილურად გამოიყურება. ტორონტოს მასტერსზე ფინალში გასვლის შემდეგ სტეფანოსს მსგავსი წარმატებისთვის არ მიუღწევია და ეცდება, რომ შანხაიში გაიბრწყინოს.


ციციპასმა ახლახანს ტოკიოს ტურნირზე ითამაშა და იქ 1/4 ფინალში კეი ნიშიკორის ვეღარ გაუმკლავდა. სტეფანოსი ახალგაზრდა, ამბიციური და ძალიან ნიჭიერი ჩოგბურთელია, რომელსაც საუკეთესო თამაშის შემთხვევაში მონფილსის დამარცხება თავისუფლად შეუძლია. 

სტატისტიკა და ურთიერთშეხვედრები:

  • წელს მონფილსმა ჰარდზე 19 შეხვედრა ჩაატარა, საიდანაც 14 მოიგო.
  • ციციპასის ანგარიშზე კი წელს 38 შეხვედრა და 20 გამარჯვებაა.
  • ეს მოთამაშეები ერთმანეთს პირველად უპირისპირდებიან.

პროგნოზი:

ჩვენი აზრით, მაყურებელს საკმაოდ საინტერესო და დაძაბული ორთაბრძოლა ელის. გაელ მონფილსს ზედიზედ მესამე ტურნირის ჩაგდება ნამდვილად არ აწყობს, ამიტომ ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მოიგოს. თავისმხრივ, ციციპასი ძალიან მონდომებული ტალანტია და ვეტერან ფრანგს იოლად არაფერს დაუთმობს. წესითა და რიგით, თამაში მალე არ უნდა დასრულდეს და ბევრი გეიმი უნდა წამოვიდეს.

ჩვენი პროგნოზი - გეიმების რაოდენობა 22.5-ზე მეტი კოეფიციენტით 1.73 კრისტალბეთზე.