პსჟ
კოეფიციენტი 1.75 - 1.85 2018-10-07
ლიონი

ყურადღება! თქვენ იმყოფებით უფასო პროგნოზების განყოფილებაში, რომლის გამართლების შანსი არ არის მაღალი. იმისთვის რომ მიიღოთ მაღალი-ალბათობის და მაღალკოეფიციენტიანი პროგნოზები, გაიარეთ ავტორიზაცია და შეიძინეთ ფასიანი პაკეტი მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებამდე!

ფანტასტიკურ ფორმაში მყოფი "პარი სენ ჟერმენის" შეჩერებას საფრანგეთის ლიგა 1-ს მეცხრე ტურში ლიონის "ოლიმპიკი" ეცდება.

გაგრძელდება პარიზული კლუბის ფანტასტიკური სვლა და მოახერხებს ტუხელის გუნდი მორიგი დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვებას? გაიგეთ ჩვენს პროგნოზში.

პსჟ

"პარი სენ ჟერმენმა" საფრანგეთის ეროვნულ ჩემპიონატში ახალი რეკორდი დაამყარა - სტარტზე პირველი 8 თამაში მოიგო, თანაც ყველა მატჩში მინიმუმ 3 გოლი გაიტანა და მეტოქეს მინიმუმ 2 ბურთის სხვაობით მოუგო. აშკარაა, რომ პარიზელები სრულიად დომინირებენ და დღეს პირველი სერიოზული მეტოქე ჰყავთ.


ჩემპიონთა ლიგაზე თომას ტუხელის გუნდმა შინ "ცრვენა ზვეზდა" 6:1 გაანადგურა და ნეიმარის ბენეფისი შედგა - ბრაზილიელმა ჰეთ-თრიკი გაიფორმა და ორი გოლი ულამაზესი საჯარიმო დარტყმით გაიტანა. "პსჟ-ს" 8 ტურის შემდეგ 24 ქულა აქვს და უახლოეს კონკურენტ "ლილს", რომელმაც მე-9 ტურში უკვე ითამაშა, 5 ქულით უსწრებს.

ლიონის ოლიმპიკი

ბრუნო ჟენეზიოს გუნდმა ეროვნული ჩემპიონატი არასტაბილურად დაიწყო და ჯერჯერობით 14 ქულით მხოლოდ მე-5 ადგილს იკავებს. ლიონელებმა ლიგა 1-ს ბოლო 4 ტურში 8 ქულა მოიპოვეს და გასულ უქმეებზე შინ "ნანტთან" ფრედ 1:1 ითამაშეს.


ჩემპიონთა ლიგაზე "ოლიმპიკი" შინ დონეცკის "შახტართან" 0:2 მარცხდებოდა, მაგრამ ქამბექი შეასრულა და ფრეს (2:2) მაინც მიაღწია. ახლა კი ლიონის "ოლიმპიკი" პარიზში ურთულეს მატჩს ჩაატარებს და ეცდება, რომ საკუთარი ამბიციები განიმტკიცოს.

სტატისტიკა და ურთიერთშეხვედრები:

  • "პსჟ-მ" საფრანგეთის ეროვნული ჩემპიონატის რვავე თამაში მინიმუმ 2 ბურთიანი სხვაობით და ფორით (-1.5) მოიგო.
  • ლიონის "ოლიმპიკს" ყველა ტურნირზე ერთად 6 მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.
  • გასულ სეზონში გუნდებმა საშინაო გამარჯვებები გაცვალეს: 2:1 ლიონში და 2:0 პარიზში.

პროგნოზი:

ლიონის "ოლიმპიკი" სიმპათიური გუნდია, მაგრამ ამ "პსჟ-ს" გამჩერებელი არ ჩანს. თომას ტუხელის გუნდი დაფრინავს, ხოლო დღეს მოედანზე საუკეთესო შემადგენლობა გავა კარში ჯანლუიჯი ბუფონით. პარიზელები ეცდებიან ძლიერი კონკურენტიც ისეთივე დამაჯერებლად დაამარცხონ, როგორც დანარჩენები.

ჩვენი პროგნოზი - "პსჟ" ტრადიციას არ დაარღვევს და მეტოქეს კვლავ მინიმუმ 2 ბურთით მოუგებს ანუ პარიზელთა მოგება ფორით (-1.5), რასაც კრისტალბეთზე 1.80 აქვს კოეფიციენტი.