ვალენსია
კოეფიციენტი 1.85 - 1.95 2018-10-07
ბარსელონა

ყურადღება! თქვენ იმყოფებით უფასო პროგნოზების განყოფილებაში, რომლის გამართლების შანსი არ არის მაღალი. იმისთვის რომ მიიღოთ მაღალი-ალბათობის და მაღალკოეფიციენტიანი პროგნოზები, გაიარეთ ავტორიზაცია და შეიძინეთ ფასიანი პაკეტი მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებამდე!

ესპანეთის ლა ლიგის მე-8 ტურის ცენტრალური შეხვედრა "მესტალიაზე" გაიმართება - "ბარსელონა" სტუმრად "ვალენსიას" შეხვდება.

მოახერხებს "ბლაუგრანა" ესპანეთის ეროვნულ ჩემპიონატში ერთპიროვნულად გალიდირებას და გავა თამაშში ბევრი გოლი? გაიგეთ ჩვენს პროგნოზში.

ვალენსია

"ვალენსია" ჯერ კიდევ ვერ შევიდა ფორმაში და მიმდინარე სეზონში მხოლოდ ერთი ოფიციალური მატჩი აქვს მოგებული. მარსელინიოს გუნდმა პირველი მოგება გასულ უქმეებზე, სტუმრად "რეალ სოსიედადთან" (1:1) იზეიმა. მანამდე კი ზედიზედ 4 შეხვედრა ფრედ დაასრულა და ახლა 8 ქულით მხოლოდ მე-16 პოზიციაზე იმყოფება.


შუაკვირას "ღამურებმა" ჩემპიონთა ლიგაზე სტუმრად "მანჩესტერ იუნაიტედთან" 1 ქულა მოიპოვეს (0:0) და დღეს მორიგ ევროპულ გრანდს შეხვდებიან. "ვალენსიას" სიტუაციის გამოსწორება სჭირდება, მაგრამ მარსელინიოს გუნდის თამაში საკმაოდ არასტაბილურია.

ბარსელონა

კატალონიურმა გრანდმა 3 მატჩიანი მოუგებელი სერია ჩემპიონთა ლიგაზე შეწყვიტა და "უემბლიზე" "ტოტენჰემი" ლიონელ მესის ჰეთ-თრიკით 4:2 დაამარცხა. არგენტინელმა ფანტასტიკური მატჩი ჩაატარა, ხოლო "ბარსამ" ძალიან საჭირო გამარჯვება მოიპოვა. 


ერნესტო ვალვერდეს გუნდმა ლა ლიგის ბოლო 3 შეხვედრაში მხოლოდ 2 ქულა მოიპოვა, მაგრამ პირველ ადგილს ინარჩუნებს. გუშინ მადრიდის "რეალმა" მორიგი მატჩი წააგო და "ბარსას" ეძლევა შანსი, რომ სამი ქულით დაწინაურდეს. გასულ უქმეებზე კატალონიელებმა შინ ბილბაოს "ატლეტიკს" ვერ მოუგეს (1:1), მაგრამ ახლა ჩინებულ განწყობაზე არიან და "მესტალიაზე" მხოლოდ სამი ქულისთვის გავლენ.

სტატისტიკა და ურთიერთშეხვედრები:

  • "ვალენსიას" ბოლო 6 თამაშში 2.5-ზე ნაკლები ბურთი გავიდა.
  • "ბარსელონას" "ვალენსიასთან" 4 მატჩიანი დაუმარცხებელი სერია აქვს.
  • "მესტალიაზე" კი კატალონიური გრანდი 5 წელია არ მარცხდება: 3 მოგება და 2 ფრე.

პროგნოზი:

"ვალენსია" იდეალური ფორმისგან შორს არის, ამიტომ ნაკლებად მოსალოდნელია, რომ "ბარსელონამ" წარუმატებელი სერია გააგრძელოს. სავარაუდოდ, "ბარსა" ამ თამაშს არ წააგებს, ხოლო მატჩი ძალიან სანახაობრივი არ უნდა გამოდგეს.

ჩვენი პროგნოზი - "ბარსელონას" არწაგება და გოლების ტოტალი 3.5-ზე ნაკლები. ამ ორმაგ პოზიციას კრისტალბეთზე 1.90 აქვს კოეფიციენტი.