საუდის არაბეთი
კოეფიციენტი 1.85 - 1.95 2018-10-12
ბრაზილია

ყურადღება! თქვენ იმყოფებით უფასო პროგნოზების განყოფილებაში, რომლის გამართლების შანსი არ არის მაღალი. იმისთვის რომ მიიღოთ მაღალი-ალბათობის და მაღალკოეფიციენტიანი პროგნოზები, გაიარეთ ავტორიზაცია და შეიძინეთ ფასიანი პაკეტი მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებამდე!

ბრაზილიის ეროვნული ნაკრები დღეს საღამოს საუდის არაბეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს.

მოახერხებს "სელესაო" არგენტინასთან პრინციპული დაპირისპირების წინ კარგად ასპარეზობას და იქნება თუ არა მატჩი უხვგოლიანი? გაიგეთ ჩვენს პროგნოზში.

საუდის არაბეთი

საუდის არაბეთმა მსოფლიო ჩემპიონატზე ძალიან სუსტი შთაბეჭდილება დატოვა, მაგრამ ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ეგვიპტე 2:1 მაინც დაამარცხა და რუსეთიდან თავაწეული დაბრუნდა.


მუნდიალის შემდეგ არაბებმა მხოლოდ ერთი ამხანაგური მატჩი ჩაატარეს - შინ ბოლივიის ნაკრების წინააღმდეგ და ფრედ 2:2 ითამაშეს. ხუან ანტონიო პიცის გუნდი საკმაოდ გახსნილ და კარგ ფეხბურთს თამაშობს.

ბრაზილია

ბრაზილიის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატი 1/4 ფინალურ ეტაპზე დატოვა და ბელგიასთან 1:2 დამარცხდა, მაგრამ ტიტემ შესანიშნავი სამუშაო შეასრულა და მას ფედერაციაც, გულშემატკივრებიც სრულიად ენდობიან. "სელესაომ" ორი ტესტ-მატჩი გამართა და ორივე ძალიან დამაჯერებლად, გაშვებული გოლის გარეშე, მოიგო.


ბრაზილიამ 2:0 დაამარცხა ამერიკის ნაკრები, რის შემდეგაც სალვადორის სუსტ გუნდს იოლად გაუსწორდა - 5:0! წინა თამაშში გაიბრწყინა "ევერტონის" შემტევმა, რიშარლისონმა, რომელმაც დუბლი გაიფორმა და პრემიერ ლიგაში წარმატებული თამაშის წყალობით ნაკრებში კვლავ მოხვდა. ტიტეს დიდი არჩევანი აქვს და სავარაუდოდ, საუდის არაბეთთან როტაციას მიმართავს.

სტატისტიკა და ურთიერთშეხვედრები:

  • ბრაზილიის ნაკრებმა ბოლო 28 თამაშში 22 გამარჯვება მოიპოვა.
  • ბოლო 6 ამხანაგური მატჩი ტიტეს გუნდმა მშრალად მოიგო.
  • საუდის არაბეთმა ბოლო 12 ამხანაგური შეხვედრიდან 7 წააგო.
  • ბრაზილიას საუდის არაბეთი ორჯერ ჰყავს დამარცხებული - 3:0 და 8:2.

პროგნოზი:

ბრაზილია აშკარა ფავორიტია, თანაც "სელესაოს" შემტევები შესანიშნავ ფორმაში არიან და საუდის არაბეთის სუსტ დაცვას მარტივად გაუსწორდებიან. თავისმხრივ, ხუან ანტონიო პიცის გუნდი უმნიშვნელოვა შეხვედრაში თამაშს არ ჩაკეტავს და თავის სტილში, ლაღად იმოქმედებს. სწორედ ამიტომ, ბევრი გოლიც მოსალოდნელია.

ჩვენი პროგნოზი - ბრაზილიის მოგება და გოლების ტოტალი 3.5-ზე მეტი (2/3.5>) კოეფიციენტით 1.90 აჭარაბეთზე.