ავსტრია
კოეფიციენტი 1.60 - 1.70 2018-10-12
ჩრ.ირლანდია

ყურადღება! თქვენ იმყოფებით უფასო პროგნოზების განყოფილებაში, რომლის გამართლების შანსი არ არის მაღალი. იმისთვის რომ მიიღოთ მაღალი-ალბათობის და მაღალკოეფიციენტიანი პროგნოზები, გაიარეთ ავტორიზაცია და შეიძინეთ ფასიანი პაკეტი მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებამდე!

უეფას ერთა ლიგის B ლიგაში ერთმანეთს მესამე ჯგუფის აუტსაიდერები უპირისპირდებიან - ავსტრიის ნაკრები შინ ჩრდილოეთ ირლანდიას მიიღებს.

პირველ ტურში ორივე გუნდმა დათმო თავისი შეხვედრა და საინტერესოა ამჯერად ვინ მოიგებს? გაიგეთ ჩვენს პროგნოზში.

ავსტრია

ავსტრიის ეროვნული ნაკრები არც ისე კარგად გამოიყურება. მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ავსტრიელებმა ჩააგდეს და ვერ გავიდნენ თანაბარი ჯგუფიდან, რომელშიც საქართველოს გარდა მათი მოწინააღმდეგეები სერბეთი, ირლანდია, მოლდოვა და უელსი იყვნენ. თუმცა ავსტრიამ მხოლოდ მე-4 ადგილი დაიკავა და რეალურად ყველა კონკურენტს ჩამორჩა.


მუნდიალის შემდეგ პირველი ამხანაგური შეხვედრა ავსტრიამ შინ მსოფლიო თასის 1/4 ფინალისტ შვედეთთან 2:0 მოიგო, მაგრამ შემდეგ ერთა ლიგაზე ბოსნიასთან 0:1 დამარცხდა. ფრანკო ფოდას გუნდს დღეს ჩრდილოეთ ირლანდიის წინააღმდეგ მხოლოდ სამი ქულა სჭირდება.

ჩრდილოეთ ირლანდია

ჩრდილოეთ ირლანდიური ფეხბურთი კი საკმაოდ კარგად ვითარდება. ჩრ.ირლანდიამ საფრანგეთში ევროპის ჩემპიონატზე ძალიან ღირსეულად იასპარეზა, ხოლო შემდეგ მუნდიალზე მოხვედრასთანაც ახლოს იყო. თუმცა ფლეი-ოფის მატჩებში ბრიტანელები შვეიცარიის ნაკრებთან დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდნენ - 0:1 და 0:0.


ჩრ.ირლანდიამ უეფას ერთა ლიგა, ავსტრიის ნაკრების მსგავსად, ბოსნიის ეროვნულ გუნდთან მარცხით (1:2) დაიწყო, მაგრამ ამის შემდეგ ისრაელი ამხანაგურ შეხვედრაში 3:0 გაანადგურა.

სტატისტიკა და ურთიერთშეხვედრები:

  • ავსტრიის ნაკრებს საკუთარ მოედანზე ბოლო 10 თამაშიდან 7 აქვს მოგებული და მხოლოდ 1 წაგებული.
  • ჩრ.ირლანდია კი სტუმრად ძალიან სუსტად გამოდის - ბოლო 4 გასვლით მატჩში ბრიტანელებს გოლიც არ გაუტანიათ.
  • ამ გუნდებს შორის კი სულ 9 მატჩი გაიმართა, საიდანაც 4 მოიგო ჩრ.ირლანდიამ, 2 ავსტრიამ და 3 შეხვედრა ფრედ დასრულდა.

პროგნოზი:

ამჟამად ორივე გუნდს სჭირდება სამი ქულა, მაგრამ ავსტრიის ნაკრებმა შვედეთი დაამარცხა, ამიტომ მოსალოდნელია, რომ ფრანკო ფოდას გუნდი შინ ჩრ.ირლანდიასთანაც მხოლოდ მოსაგებად გავა მოედანზე. ევრო 2020-ზე მოხვედრა ავსტრიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ ავსტრიელები კარგი ფორმის აკრეფვას შეეცდებიან.

ჩვენი პროგნოზი - ავსტრიის ნაკრების მოგება კოეფიციენტით 1.65 ევროპაბეთზე.