ბელგია
კოეფიციენტი 1.95 - 2.05 2018-10-12
შვეიცარია

ყურადღება! თქვენ იმყოფებით უფასო პროგნოზების განყოფილებაში, რომლის გამართლების შანსი არ არის მაღალი. იმისთვის რომ მიიღოთ მაღალი-ალბათობის და მაღალკოეფიციენტიანი პროგნოზები, გაიარეთ ავტორიზაცია და შეიძინეთ ფასიანი პაკეტი მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებამდე!

უეფას ერთა ლიგის A ლიგაში დღეს ორი მატჩი გაიმართება. ბელგიის ეროვნული ნაკრები ბრიუსელში შვეიცარიას მიიღებს.

მოახერხებს რობერტო მარტინესის გუნდი შესანიშნავი გამარჯვებათა სერიის გაგრძელებას და როგორი იქნება შეხვედრა? გაიგეთ ჩვენს პროგნოზში.

ბელგია

ბელგიის ნაკრებმა რუსეთის მსოფლიო ჩემპიონატზე დაამტკიცა, რომ ისტორიაში საუკეთესო თაობა ჰყავს და მუნდიალზე არსებობის ისტორიაში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა - მესამე ადგილი. ახლა კი რობერტო მარტინესის გუნდმა უეფას ერთა ლიგის მოგებაც განიზრახა და ჯერჯერობით მიზნისკენ დამაჯერებლად მიიწევს.


უეფას ერთა ლიგის პირველ ტურში ბელგიელებმა სტუმრად ისლანდია 3:0 გაანადგურეს, ხოლო მანამდე გასვლაზე შოტლანდიის ნაკრებსაც არაფერი დააკლეს - 4:0. ჩინებულ ფორმაში იმყოფება გუნდის ლიდერი ედენ აზარი, რომელიც "ჩელსის" რიგებში ბრწყინავს და ეცდება ეროვნული გუნდის მაისურითაც გააკეთოს იგივე. 

შვეიცარია

შვეიცარიის ნაკრებმა მსოფლიო თასის ჯგუფურ ეტაპზე ღირსეულად იასპარეზა და ბრაზილიის ნაკრებს არ მოაგებინა, მაგრამ ფლეი-ოფის პირველივე სტადიაზე დამარცხდა მძლავრ და ორგანიზებულ შვედეთთან. თუმდა ვლადიმირ პეტკოვიჩის მუშაობით კმაყოფილი ფედერაცია მას ენდობა და ახლა ბოსნიელი სპეციალისტი შვეიცარიის ევრო 2020-ზე გაყვანას ეცდება.


უეფას ერთა ლიგა შვეიცარიამაც ისლანდიის განადგურებით დაიწყო, უბრალოდ ბელგიაზე ორჯერ მეტი გოლი გაიტანა - 6:0! ამის შემდეგ კი შვეიცარიის ნაკრები ამხანაგურად სტუმრად ინგლისს დაუპირისპირდა და 0:1 წააგო. ახლა შვეიცარია ჯგუფში ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩის წარმატებით დამთავრებას შეეცდება.

სტატისტიკა და ურთიერთშეხვედრები:

  • თუ მსოფლიო ჩემპიონატს არ ჩავთვლით, ბელგიის ნაკრებს 21 მატჩიანი დაუმარცხებელი სერია აქვს.
  • მუნდიალის გარდა ბოლო 9 მატჩიდან ბელგიის ნაკრებმა მხოლოდ 2 შეხვედრაში გაუშვა გოლი.
  • ბოლო 9 თამაშიდან შვეიცარიის ნაკრებს მხოლოდ ორი აქვს წაგებული.
  • ბელგიის ნაკრების ბოლო 10 თამაშიდან მხოლოდ 3 თამაშში არ გავიდა 2-ზე მეტი გოლი.

პროგნოზი:

შვეიცარია კარგი გუნდია და მშვენიერი ფეხბურთელები ჰყავს, მაგრამ ბელგიის ნაკრები ამჟამად მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი გუნდია, რომელიც ამ შეხვედრის ფავორიტია და სავარაუდოდ, სახლში საჭირო სამ ქულას აიღებს. თვითნ მატჩი კი საინტერესო სანახავი უნდა იყოს და გოლები უნდა გავიდეს.

ჩვენი პროგნოზი - ბელგიის ნაკრების მოგება და გოლების ტოტალი 2.5-ზე მეტი (1/2.5>), რასაც კრისტალბეთზე 2.00 აქვს კოეფიციენტი.