ჩვენ შესახებ

1. მოგების მაღალი ალბათობის პროგნოზები მსოფლიო ჩემპიონატის ყველა თამაშზე (64 მატჩი);
2. პროგნოზების საშუალო კოეფიციენტი 1.75 - 2.00
3. ვრცლად განხილული თითოეული მატჩი ანალიტიკურ ჭრილში;
4. ამომწურავი ინფორმაცია ფეხბურთელების და გუნდების მდგომარეობის შესახებ;
5. ოპერატიულობა - პროგნოზები გამოქვეყნდება თამაშის დაწყებამდე 12 საათით ადრე, რათა მაქსიმალურად მეტმა ადამიანმა შეძლოს და მოასწროს მისი გამოყენება;
6. კომუნიკაცია - ნებისმიერ დროს 24 საათის განმავლობაში გექნებათ საშუალება დაუკავშირდეთ პირად მენეჯერს ელ.ფოსტის (info@prognozebi.ge) დახმარებით და მიიღოთ დამატებითი კონსულტაციები საჭიროების შემთხვევაში;

პროფესიონალური პროგნოზი სპორტულ მოვლენებზე არის წაუგებელი ფსონების და სტაბილური შემოსავლის გარანტი. თქვენ ალბათ იცით, რომ სპორტული, საფეხბურთო თამაშები არამხოლოდ სიამოვნებას ანიჭებს მაყურებელს, არამედ ტოვებს აზარტის უზარმაზარ განცდას. ხშირ შემთხვევაში კი გამოცდილი გულშემატკივრები საკმაოდ სოლიდურ თანხას გამოიმუშავებენ.

თუკი თქვენ ჯერ კიდევ არ ხართ კომპეტენტური აზარტული თამაშების საკითხში, ან იქნებ დიდად არც ხართ დაინტერესებული ფეხბურთით, მაინც გაქვთ შანსი შეიქმნათ შემოსავლის დამატებითი წყარო, მით უმეტეს, ისეთი მასშტაბური საფეხბურთო ფორუმის დროს, როგორიც არის მსოფლიოს ჩემპიონატი! ახალი ამბავი არავისთვის არაა, რომ სწორედ მსოფლიო ჩემპიონატის დროს იწყებს თამაშს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, რათა მომდევნო ერთი თვე ყველაზე საინტერესოდ გაატარონ მიმდინარე წელიწადში.

მეორე მხრივ, ჩვენი სერვისი ნამდვილად გამოადგება უკვე მრავალწლიანი გამოცდილების მქონე მოთამაშეებს. ეჭვგარეშეა, რომ მათ უკვე გააჩნიათ საკუთარი მოსაზრება და შეხედულება ფაქტობრივად ყველა მატჩზე. საიტი prognozebi.ge მათთვის იქნება ინფორმაციის ერთგვარი დამატებითი წყარო. ძალიან ხშირად გამოცდილ გულშემატკივარსაც კი ვერ გადაუწყვეტია გაბედულად ამა თუ იმ მატჩის ზუსტი პროგნოზის დაწერა. თუკი შენ ხარ ასეთი, მაშინ ჩათვალე რომ სწორედ ჩვენს საიტზე შეძლებ შენი პროგნოზების და ფსონების შედარებას ჩვენ მიერ მომზადებულ პროგნოზებთან. თუკი თქვენი და ჩვენი პროგნოზი ემთხვევა - მაშინ მისი გამართლების ალბათობა ძალიან რეალურია.

წარმატების ერთადერთი პირობა არის პროგნოზის სწორად დასმა, ხოლო იმისთვის, რომ მაქსიმალურად ლოგიკურად და რეალობასთან მიახლოებით შეძლოთ ამა თუ იმ სპორტული თუ საფეხბურთო მატჩის შედეგის გამოცნობა, საჭიროა მუდმივი მონიტორინგი და სპეციფიკური ანალიტიკური აზროვნება. რა თქმა უნდა, 100%-იანი სიზუსტე გამორიცხულია, თუმცა სწორი მიდგომით, გუნდების დეტალური შესწავლით და სტატისტიკური მონაცემებით დამუშავებით, ბილეთის მოგების შანსი მნიშვნელოვნად იზრდება!

ჩვენი ექსპერტები პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით და წამყვანი უცხოური პროგნოზების საიტების გაანალიზების შედეგად, წარმოგიდგენენ მაღალი ალბათობის და, რაც მთავარია, მაღალკოეფიციენტიან პროგნოზებს მსოფლიო ჩემპიონატის აბსოლუტურად ყველა მატჩზე უკლებლივ - დაწყებული გახსნითი შეხვედრიდან, დამთავრებული ფინალური მატჩით.

მოგება ასე გამარტივებული არასდროს ყოფილა!

გამოიყენეთ ჩვენი სერვისის მომსახურება და პირადად დარწმუნდით ხარისხში!

ახლოს მოიდგით ყინულივით ცივი ლუდი, ჩაუჯექით ტელევიზორებს ოჯახის წევრებთან, ან მეგობრებთან ერთად ბარში, მოიმარჯვეთ საიტი prognozebi.ge კომპიუტერში ან მობილურ ტელეფონებში და დატკბით გამარჯვების უნეტარესი განცდით. გისურვებთ წარმატებებს!