მანჩესტერ სიტი
კოეფიციენტი 1.90 - 2.00 2019-01-04
ლივერპული

ყურადღება! თქვენ იმყოფებით უფასო პროგნოზების განყოფილებაში, რომლის გამართლების შანსი არ არის მაღალი. იმისთვის რომ მიიღოთ მაღალი-ალბათობის და მაღალკოეფიციენტიანი პროგნოზები, გაიარეთ ავტორიზაცია და შეიძინეთ ფასიანი პაკეტი მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებამდე!

"ლივერპულს" ბოლო 9 გასვლითი თამაშიდან "ეტიჰადზე" მხოლოდ ერთი აქვს მოგებული - 3 ფრე, 5 წაგება. ამ 9 შეხვედრაში "ქალაქელებმა" 20 გოლი გაუშვეს.ინგლისის პრემიერ ლიგაში ამ მომენტისთვის "ლივერპულის" სახით გამოკვეთილი ფავორიტი არსებობს, მაგრამ დღეს ღამით შესაძლოა ყველაფერი შეიცვალოს - იურგენ კლოპის გუნდი "ეტიჰადზე" მოქმედ ჩემპიონს შეხვდება.

"მანჩესტერ სიტისა" და "ლივერპულს" შორის არამხოლოდ 21-ე ტურის, არამედ შესაძლოა მთელი სეზონის ცენტრალური შეხვედრაც კი გაიმართოს.

მანჩესტერ სიტი

ინგლისის მოქმედ ჩემპიონს წინა კვირაში მცირე ჩავარდნა ჰქონდა და პეპ გვარდიოლას გუნდმა სრულიად მოულოდნელად ზედიზედ ორი შეხვედრა წააგო. "სიტი" საკუთარ მოედანზე "კრისტალ პალასთან" 2:3 დამარცხდა, რასაც "ლესტერ სიტისთან" გასვლითი მარცხი (1:2) მოჰყვა. 4 დღის წინ კი "ცისფრებმა" რეაბილიტაცია მოახდინეს და გასვლაზე "საუთჰემპტონი" 3:1 დაამარცხეს. "მანჩესტერ სიტი" 20 სათამაშო კვირის შემდეგ 47 ქულით მესამე ადგილზე იმყოფება და ეცდება, რომ ლიდერთან ჩამორჩენა 4 ქულამდე შეამციროს.


პეპ გვარდიოლას გუნდმა დეკემბერში 3 შეხვედრა წააგო, ამიტომ ახლა ეცდება, რომ ახალი 2019 წელი კარგ ხასიათზე დაიწყოს და ძალიან მნიშვნელოვან თამაშში მიაღწიოს წარმატებას. "სიტიმ" ბოლო 4 შეხვედრაში 7 ბურთი გაუშვა და გვარდიოლას დაცვაში პრობლემები აქვს, მაგრამ "ქალაქელებს" ჯერ კიდევ შეუძლიათ საჩემპიონო რბოლაში ბოლომდე დაბრუნება.

ლივერპული

მერსესაიდული გრანდი ამჟამად უდავოდ ინგლისის საუკეთესო კლუბია და იურგენ კლოპის გუნდი ფენომენალურ ფორმაში იმყოფება. "ლივერპულმა" პრემიერ ლიგაში ზედიზედ 9 შეხვედრა მოიგო, 27 გოლი გაიტანა და თავად მხოლოდ 3 ბურთი გაუშვა. ბოლო 2 კვირის განმავლობაში "წითლებმა" შინ პრინციპული მეტოქე "მანჩესტერ იუნაიტედი" 3:1 დაამარცხეს, სტუმრად კერკერ კაკალ "ვულვზს" 2:0 მოუგეს, სახლში "ნიუკასლი" გაანადგურეს (4:0) და 2018 წელი "არსენალთან" "ენფილდზე" საფეხბურთო დღესასწაულით დაასრულეს - 5:1 და რობერტო ფირმინოს ჰეთ-თრიკი.


"ლივერპული" ჯერჯერობით დაუმარცხებელია და 54 ქულით სატურნირო ცხრილს დამაჯერებლად ლიდერობს. იურგენ კლოპი ჯერჯერობით თავშეკავებულია და ხვდება, რომ მთელი ბრძოლა წინ არის, მაგრამ მერსესაიდელებს დღეს ჩემპიონობისკენ საკმაოდ დიდი ნაბიჯის გადადგმა შეუძლიათ.

სტატისტიკა და ურთიერთშეხვედრები:

  • ამ გუნდების ბოლო 11 ურთიერთშეხვედრიდან ყველა ტურნირზე ერთად "სიტიმ" მხოლოდ ერთი მოიგო - 3 ფრე, 7 წაგება.
  • "ლივერპულს" ბოლო 9 გასვლითი თამაშიდან "ეტიჰადზე" მხოლოდ ერთი აქვს მოგებული - 3 ფრე, 5 წაგება. ამ 9 შეხვედრაში "ქალაქელებმა" 20 გოლი გაუშვეს.
  • პეპ გვარდიოლას სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მეტი თამაში იურგენ კლოპის წინააღმდეგ აქვს წაგებული - 7.
  • "სიტიმ" პრემიერ ლიგაში ზედიზედ ორი საშინაო შეხვედრა ბოლოს 2016 წლის თებერვალში წააგო. გვარდიოლას კი სამწვრთნელო კარიერაში ასეთი რამ არ მოსვლია.

პროგნოზი:

"მანჩესტერ სიტი" ყველაფერს გააკეთებს, რათა "ლივერპული" შეაჩეროს და ბრძოლაში დაბრუნდეს, მაგრამ ობიექტურად, ახლა მერსესაიდელები ფანტასტიკურ ფორმაში არიან და იურგენ კლოპის გუნდს თავისუფლად შეუძლია "ეტიჰადზე" თავისი წარმატებული სერიის გაგრძელება. "სიტის" დაცვაში პრობლემები აქვს, რასაც "წითლები" ალბათ გამოიყენებენ.

ჩვენი პროგნოზი - "ლივერპულის" არწაგება და გოლების ტოტალი 1.5-ზე მეტი კოეფიციენტით 1.95 კრისტალბეთზე.