ჩელსი
კოეფიციენტი 1.90 - 2.00 2019-01-02
საუთჰემპტონი

ყურადღება! თქვენ იმყოფებით უფასო პროგნოზების განყოფილებაში, რომლის გამართლების შანსი არ არის მაღალი. იმისთვის რომ მიიღოთ მაღალი-ალბათობის და მაღალკოეფიციენტიანი პროგნოზები, გაიარეთ ავტორიზაცია და შეიძინეთ ფასიანი პაკეტი მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებამდე!

ინგლისის პრემიერ ლიგის 21-ე ტურში ლონდონის "ჩელსი" საკუთარ მოედანზე "საუთჰემპტონს" დაუპირისპირდება.

როგორი მატჩი გაიმართება "სტემფორდზე"  და რა ავიღოთ ამ თამაშზე? გაიგეთ ჩვენს პროგნოზში.

ჩელსი

"ლესტერ სიტისთან" სენსაციური მარცხის (0:1) შემდეგ "ჩელსიმ" მოახერხა რეაბილიტაცია და ეროვნულ ჩემპიონატში ზედიზედ ორი შეხვედრა მოიგო. "არისტოკრატებმა" სტუმრად "უოტფორდი" ედენ აზარის დუბლით დაამარცხეს (2:1), ხოლო რამდენიმე დღის წინ სტუმრად "კრისტალ პალასს" ნგოლო კანტეს გოლით 1:0 მოუგეს.


მაურიციო სარის გუნდი 43 ქულით მე-4 ადგილზე იმყოფება და ეცდება 2019 წელი გამარჯვებით დაიწყოს. "ჩელსის" დეკემბერში ცოტათი გაუჭირდა და საინტერესოა მოახერხებს თუ არა სარი დაძაბული გრაფიკის ფონზე გუნდის კარგად ათამაშებას.

საუთჰემპტონი

"საუთჰემპტონმა" ზედიზედ ორი თამაშის მოგების შემდეგ ახლა ორი მატჩი მიჯრით წააგო. რალფ ჰაზენჰიუტლის გუნდი სახლში "ვესტ ჰემთან" (1:2) დამარცხდა, ხოლო ამის შემდეგ შინ "მანჩესტერ სიტისთანაც" წააგო (1:3). "წმინდანები" გახსნილ და შემტევ ფეხბურთს თამაშობენ, მაგრამ დაცვაში საკმაოდ სერიოზული პრობლემებია.

ჰაზენჰიუტლმა ეფექტი უკვე მოახდინა და "საუთჰემპტონი" გადამრჩენ ზონაშია, მაგრამ მხოლოდ მე-17 პოზიციაზე იმყოფება და "ბარნლის" ბურთების უკეთესი სხვაობის გამო უსწრებს.

სტატისტიკა და ურთიერთშეხვედრები:

  • პრემიერ ლიგის ბოლო 6 თამაშში "ჩელსიმ" მხოლოდ ორჯერ შეინახა კარი მშრალად.
  • "საუთჰემპტონმა" ბოლო 4 თამაშში 8 გოლი გაიტანა.
  • "ჩელსის" ყველა ტურნირზე ერთად "საუთჰემპტონის" წინააღმდეგ ზედიზედ 7 მოგება აქვს.

პროგნოზი:

ლონდონური კლუბი სტატისტიკურად "საუთჰემპტონს" სულ უგებს და დღესაც ფავორიტია, მაგრამ ვფიქრობთ, რომ სტუმრები გაიბრძოლებენ და თავის მთავარ კოზირს, შეტევას, გამოიყენებენ. "ჩელსის" ბოლო პერიოდში დაცვაში აქვს პრობლემები, ამიტომ "საუთჰემპტონს" გოლის გატანა ნამდვილად შეუძლია.

ჩვენი პროგნოზი - ორივე გუნდის გატანა კოეფიციენტით 1.95 კრისტალბეთზე.