ნიუკასლი
კოეფიციენტი 1.65 - 1.75 2019-01-03
მანჩესტერ იუნაიტედი

ყურადღება! თქვენ იმყოფებით უფასო პროგნოზების განყოფილებაში, რომლის გამართლების შანსი არ არის მაღალი. იმისთვის რომ მიიღოთ მაღალი-ალბათობის და მაღალკოეფიციენტიანი პროგნოზები, გაიარეთ ავტორიზაცია და შეიძინეთ ფასიანი პაკეტი მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებამდე!

ინგლისის პრემიერ ლიგის 21-ე ტური დღეს გრძელდება და "მანჩესტერ იუნაიტედი" სტუმრად "ნიუკასლს" შეხვდება.

გაგრძელდება ოლე გუნარ სოლსკიაერის ფანტასტიკური სერია თუ "ჯორდები" შეაჩერებენ მანკუნიანელებს? გაიგეთ ჩვენს პროგნოზში.

ნიუკასლი

"ნიუკასლმა" 2018 წელი არც ისე კარგ ფორმაში დაასრულა - ნოემბერში 3 მატჩიანი გამარჯვებათა სერიის შემდეგ რაფა ბენიტესის გუნდმა პრემიერ ლიგის 7 მატჩიდან მხოლოდ ერთი მოიგო და 6 ქულა დააგროვა. წინა ტურში "ჯორდები" სტუმრად "უოტფორდს" შეხვდნენ და 2018 წელი საყაიმო შედეგით დაასრულეს - 1:1. მანამდე კი "ნიუკასლი" სტუმრად "ლივერპულთან" 0:4 განადგურდა.


20 ტურის შემდეგ "ნიუკასლი" 18 ქულით სატურნირო ცხრილში მე-15 ადგილს იკავებს და რაფა ბენიტესის გუნდს ადგილის შესანარჩუნებლად მოუწევს ბრძოლა. "ჯორდები" ჯერჯერობით მშვიდად არიან, მაგრამ "ნიუკასლი" არც ისე კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს, ამიტომ არ არის გამორიცხული გასავარდნ ზონას მიუახლოვდნენ.

მანჩესტერ იუნაიტედი

ჟოზე მოურინიოს წასვლის შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედმა" მშვენიერი ფეხბურთის თამაში დაიწყო, პოლ პოგბა გაიხსნა და ოლე გუნარ სოლსკიაერმა სამიდან სამი თამაში მოიგო. "წითელმა ეშმაკებმა" სტუმრად "კარდიფ სიტი" გაანადგურეს (5:1), შემდეგ სახლში მოუგეს "ჰადერსფილდს" (3:1) და წინა ტურში ასევე "ოლდ ტრაფორდზე" "ბორნმუთი" 4:1 გაანადგურეს.


პოგბამ ამ 3 თამაშში 4 გოლი გაიტანა და 3 ასისტი გააკეთა. ბოლო ორ თამაშში 25 წლის ფრანგმა დუბლები გაიფორმა და ფანტასტიკურ ფორმაში იმყოფება. "მანჩესტერ იუნაიტედი" კი ოთხეულს უახლოვდება. 35 ქულით მანკუნიანელები ჯერჯერობით მე-6 პოზიციაზე არიან, მაგრამ ლონდონის "ჩელსის" უკვე 8 ქულით ჩამორჩებიან.

სტატისტიკა და ურთიერთშეხვედრები:

  • "ნიუკასლმა" პრემიერ ლიგაში 10 საშინაო თამაშიდან 7 წააგო.
  • "მანჩესტერ იუნაიტედმა" პრემიერ ლიგაში ბოლო 5 მატჩიდან 4 მოიგო.
  • ამ ოთხივე მოგებულ თამაშში "წითელმა ეშმაკებმა" 3 ან მეტი ბურთი გაიტანეს.
  • პრემიერ ლიგაში "მანჩესტერ იუნაიტედის" ბოლო 8 მატჩიდან 7 შეხვედრაში 3.5-ზე მეტი ბურთი წამოვიდა.

პროგნოზი:

"მანჩესტერ იუნაიტედი" მშვენიერ ფორმაშია, მაგრამ ჯერჯერობით კლასით დაბალი დონის გუნდებს ხვდება. "ნიუკასლიც" ასეთი გუნდია, მაგრამ გადარჩენისთვის იბრძვის და საკმაოდ მოტივირებული იქნება. "იუნაიტედს" შეიძლება გაუჭირდეს, მაგრამ თამაშში გოლები ნამდვილად უნდა გავიდეს. მანჩესტერელებს დაცვაში კვლავ უჭირთ, სამაგიეროდ შეტევითი ხაზია ფორმაში.

ჩვენი პროგნოზი - გოლების რაოდენობა 2.5-ზე მეტი კოეფიციენტით 1.70 ლიდერბეთზე.