ჯოკოვიჩი
კოეფიციენტი 2.00 - 2.10 2019-01-02
ფუჩოვიჩი

ყურადღება! თქვენ იმყოფებით უფასო პროგნოზების განყოფილებაში, რომლის გამართლების შანსი არ არის მაღალი. იმისთვის რომ მიიღოთ მაღალი-ალბათობის და მაღალკოეფიციენტიანი პროგნოზები, გაიარეთ ავტორიზაცია და შეიძინეთ ფასიანი პაკეტი მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებამდე!

კატარის დედაქალაქში დღეს მერვედფინალური ეტაპის მატჩები გაიმერთება. ტურნირის მთავარი ფავორიტი ნოვაკ ჯოკოვიჩი მარტონ ფუჩოვიჩს შეხვდება.

მოახერხებს ნოლე მორიგი დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვებას და მეოთხედფინალში მარტივად გასვლას? გაიგეთ ჩვენს პროგნოზში.

ნოვაკ ჯოკოვიჩი

ნოვაკმა აბუ დაბის მოსამზადებელ ტურნირზე შესანიშნავად იასპარეზა და დოჰაში ასპარეზობაც ფანტასტიკურად დაიწყო. 31 წლის ლეგენდარულმა სერბმა პირველ წრეში დამირ ჯუმხური უშანსოდ გაანადგურა - 6:1, 6:2. ნოვაკმა 58 ქულა მოიგო და პირველი ჩაწოდებიდან გათამაშებების 81% სწორედ მის სასარგებლოდ დასრულდა.

ჯოკოვიჩმა 2018 წელი შთამბეჭდავად დაასრულა და რეიტინგში პირველი ადგილი დაიბრუნა, მაგრამ ბოლო ორი ტურნირის ფინალი მაინც წააგო, ამიტომ ახლა რეაბილიტაციას და ახალი წლის ტიტულით დაწყებას ცდილობს.

მარტონ ფუჩოვიჩი

26 წლის უნგრელმა ჩოგბურთელმა 2018 წელი განსაკუთრებული წარმატებების გარეშე ჩაატარა, მაგრამ ჟენევის ტურნირი მოიგო და უტიტულოდ არ დარჩენილა. დოჰას ტურნირის პირველ წრეში მსოფლიოს 36-ე ჩოგანმა მარიუს ჩოპილი 6:3, 6:2 ძალიან მარტივად დაამარცხა და 64 გათამაშება მოიგო.

ფუჩოვიჩი საინტერესო მოთამაშეა, მაგრამ ძალიან რთული წარმოსადგენია რამდენად მოახერხებს უნგრელი ნოლესთვის წინააღმდეგობის გაწევას.

სტატისტიკა და ურთიერთშეხვედრები:

  • ჯოკოვიჩი და ფუჩოვიჩი აქამდე ერთმანეთს მხოლოდ ერთხელ შეხვდნენ - 2018 წლის ამერიკის ღია პირველობის პირველ წრეში. ნოლემ ოთხ სეტში იმარჯვა - 6:3, 3:6, 6:4, 6:0.
  • ჯოკოვიჩმა ჰარდზე ჩატარებული ბოლო 20 მატჩიდან 17 მოიგო.

პროგნოზი

ჯოკოვიჩი ფანტასტიკურ ფორმაშია და პირველ თამაშში ეს დაამტკიცა. წინა ჯერზე შევცდით და ახლა ვფიქრობთ, რომ სერბი ფუჩოვიჩსაც ძალიან მარტივად გაუსწორდება, შესაბამისად მეტოქეს დიდი ანგარიშით მოუგებს. 

ჩვენი პროგნოზი - ნოლე მეტოქეს მინიმუმ 7 გეიმით მოუგებს ანუ ჯოკოვიჩის მოგება ფორით (-6.5), რასაც აჭარაბეთზე 2.05 აქვს კოეფიციენტი.